კრახი, რომელიც განიცადა ისტორიამ „მოსკოვის ხუცესი და ბიჭი საწოლში“

2830
17 April 15:40
11
კოშკინა და დუმენკო. ფოტო: Фейсбук Кошкиной კოშკინა და დუმენკო. ფოტო: Фейсбук Кошкиной

უმე-ს შავი პიარის კამპანია მიმდინარეობს მასშტაბურად და კოორდინირებულად უუს-ს, მასმედიისა და მეუ-ს წარმომადგენელთა მიერ.

ალბათ ბევრს ახსოვს მასმედიის მიერ დაგემოვნებული ისტორიები, თუ როგორ „დაიჭირა უუს-მ მოსკოველი ხუცესი ბიჭთან ერთად საწოლში“. „95 კვარტალი“, „დიზელ შოუ“ და ბევრი სხვა ცდილობს თავის გამოჩენას რაც შეიძლება მოხდენილი ხუმრობებით როგორც უმე-ს მღვდელმსახურზე, ასევე მთელ ეკლესიაზე. ლაპარაკია 2022 წლის ბოლოს ჩერნოვიცკის ეპარქიის სამმართველოში უუს-ს მიერ ჩატარებულ ჩხრეკებზე. მაშინ მასმედიაში სასწაულებრივად გამოჩნდა ორი ფოტო უუს-ს მიერ წარმოებული ჩხრეკებიდან: არქიმანდრიტ ნიკიტასი (დღეს ის ეპისკოპოსია), რომელიც მის კელიაშია გადაღებული და ერთ-ერთი მგალობლის, რომელიც მსახურების წინ ღამის გასათევად სამმართველოს სტუმრის ოთახში დარჩა.

ფოტო გამოაქვეყნა «Левый берег»-ის“ მთავარმა რედაქტორმა სონია კოშკინამ ამაზრზენი ფანტაზიებით, თითქოს არქიმანდრიტი ბიჭთან ერთად აღმოაჩინეს ერთ ოთახში და ერთ საწოლში.

ახლა ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ აღიარა, რომ კოშკინას პუბლიკაციები არის სიცრუე, დაავალა მას უარყოს თავისი პუბლიკაცია და ეპისკოპოსს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გადაუხადოს კომპენსაცია. კოშკინამ შეასრულა ეს თავის ტელეგრამ-არხზე და საიტზე  «Левый берег».

მაგრამ შეიცვალა რამე ამ ყველაფრის მერე?

ბევრ ხალხში არსებობს იგავთა სხვადასხვა ვარიანტი ცილისწამების შესახებ. ეს დაახლოებით ასე ჟღერს:

ერთ ქალაქში ცხოვრობდა კაცი, რომელიც ადგილობრივ ბრძენზე ცრუ ხმებს ავრცელებდა. როდესაც ამ ხმებმა ბრძენამდე მიაღწია, მან უხმო ცილისმწამებელს. აღიარა რა საკუთარი შეცდომა, კაცმა შეინანა და პატიება ითხოვა, თქვა, რომ მზად არის ყველაფერი გააკეთოს სიტუაციის გამოსასწორებლად.

ბრძენმა უთხრა მას: „აიღე კალამი და ფურცელი, დაწერე ყველაფერი, რასაც  ჩემზე ამბობდი“. როდესაც კაცმა ყველა თავისი ცილისმწამებლური სიტყვა დაწერა, ბრძენმა გააგრძელა: „ახლა წადი ქალაქის მოედანზე, აქციე ეს ფურცელი ნაკუწებად და ქარს გაატანე“.

კაცი ასე მოიქცა, შემდეგ დაბრუნდა ბრძენთან და შეატყობინა, რომ დავალება შესრულებულია. მაშინ ბრძენმა უთხრა: „ახლა წადი და ფურცლის ყველა ნაკუწი შეაგროვე“.

კოშკინას უარყოფა იგივეა, რაც ამ ნაკუწების ქარს გატანება. ბევრი უკრაინელი დღესაც დარწმუნებულია, რომ ეკლესიის ბერები გარყვნილები, აღვირახსნილები და არამზადები არიან.

მაგრამ მთელ ამ ისტორიაში არის კიდევ ერთი ასპექტი. უმე-ს შავი პიარის კამპანია ტარდება მასშტაბურად და კოორდინირებულად უუს-ს, მასმედიისა და მეუ-ს წარმომადგენელთა მიერ. ხოლო კოშკინა წარმოადგენს ნათელ მაგალითს სპეციალისტისა, რომელიც ყველა ამ ძალას აერთიანებს.

არის უამრავი შემთხვევა, როდესაც უმე-ს ეპისკოპოსთა და მღვდელთა ჩხრეკის ერთი და იგივე ფოტოები ჯერ კოშკინასთან აღმოჩნდება ხოლმე, შემდეგ კი მათ დაჩრდილული სახეებით უუს-ს პრეს-სამსახური აქვეყნებს. ასე მოხდა 2022 წელს არქიმანდრიტ ნიკიტას შემთხვევაში, ასე იყო სულ ახლახანს არქმინდრიტ თეოგნოსტეს (იურაში) შემთხვევაშიც.

ფაქტი აშკარაა, რომ კოშკინა მეუ-ს ერთ-ერთი მთავარი აქტიური პროპაგანდისტია და დუმენკოსთან დაახლოვებული პირი. მუშაობაში მის მიერ ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენება მეუ-ს ხელმძღვანელს სრულიად არ აღელვებს.

ეტყობა, რომ ამ ადამიანებს სულიერი სიახლოვე აქვთ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ