უნგრეთმა აკრძალა ლგბტ პროპაგანდა სკოლებში

უნგრეთის პარლამენტმა უმრავლესობით მიიღო მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანთათვის ლგბტ-თან დაკავშირებული ინფორმაციის შეთავაზებას.
2023 წლის 3 იანვარს უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც კრძალავს ლგბტ პროპაგანდას სკოლებში, იუწყება CNN. კანონი აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს, უნგრეთის მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.
გასულ კვირას კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 18 წლამდე ასაკის ადამიანებს არ უნდა აჩვენონ კონტენტი, რომელიც ხელს უწყობს სქესის შეცვლას ან ჰომოსექსუალობას. ეს ასევე ეხება რეკლამას. კანონი ადგენს იმ ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომლებსაც აქვთ უფლება სკოლებში ჩაატარონ სექსუალური განათლების გაკვეთილები.
უნგრეთი არ ცნობს ერთსქესიანთა ქორწინებას და მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ წყვილებს აქვთ უფლება აიყვანონ ბავშვები. ორბანის მთავრობამ კონსტიტუციაში დაადგინა ქორწინების, როგორც ერთი კაცისა და ერთი ქალის კავშირის განმარტება.
როგორც მჟკ წერდა, ევროკომისიამ უჩივლა უნგრეთს ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის გამო.



