ფანარიონის მეთაური: მთელი კიევო-პეჩერის ლავრა უკრაინული უნდა გახდეს

დუმენკო უყვებოდა პატრიარქ ბართლომეს, რომ მან უკვე ორჯერ „ჩაატარა ლიტურგია“ ლავრის მიძინების ტაძარში.
2023 წლის 27 იანვარს ფანარიონში ეპიფანე დუმენკოსთან შეხვედრის დროს პატრიარქმა ბართლომემ გამოთქვა სურვილი, რომ მთელი კიევო-პეჩერის ლავრა იყოს მეუ-ს კონტროლის ქვეშ, იუწყება საიტი pomisna.info.
დუმენკომ ბართლომეს მიართვა ღვთისმშობლის ხატი ღირს ანტონთან და თეოდოსისთან ერთად და თავი მოიწონა, რომ უკვე ორჯერ „ჩაატარა ლიტურგია“ ლავრის მთავარ ტაძარში.
მეუ-ს ხელმძღვანელის სიტყვებით, „ლავრა თანდათან უკრაინული ხდება“.
„ღვთის კურთხევით, ნეტა მთელი ლავრა უკრაინული იყოს“, - უპასუხა ბართლომემ.
ეპიდანემ აგრეთვე მადლობა გადაუხადა ფანარიონის მეთაურს „უკრაინელი ხალხის მიმართ სიყვარულისთვის“, რომელსაც ის „მუდმივად ავლენს“.
როგორც მჟკ იუწყებოდა, კიევო-პეჩერის ლავრის სამღვდელოებამ და საძმომ უარყვეს დუმენკოს განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი თითქოს მეუ-ში გადასვლას აპირებენ.



