სატანისტებმა უკრაინის მხარდასაჭერად სარეკლამო ნივთები გამოუშვეს

"სატანის ტაძარმა" უკრაინელების მხარდასაჭერად სუვენირების ახალი კოლექცია გამოუშვა.
,,სატანის ტაძრის’’ ორგანიზაციამ, ლეგალურმა აშშ-ში, უკრაინელი ლტოლვილებისადმი მხარდაჭერა გამოაცხადა, შეაგროვა თანხები სატანისტებისთვის უკრაინიდან (გასულ წელს მათი რიცხვი იყო 26 ) და ასევე გამოუშვა სუვენირების ახალი კოლექცია. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე სთავაზობენ მაისურების, ჭიქების, ქუდების შეძენას უკრაინის დროშის ფერში პენტაგრამის გამოსახულებით.
გაყიდული პროდუქციის ყველა თანხა, როგორც ეს ვებ-გვერდზეა მითითებული, მოხმარდება უკრაინელი ლტოლვილების და მათი თანამორწმუნეებისა და მიმდევრების მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან შეერთებულ შტატებში „სატანის ტაძარი“ ოფიციალურად არის აღიარებული რელიგიურ ორგანიზაციად და თავისუფალია გადასახადებისგან.
როგორც მჟკ იტყობინება, The Satanic Temple აწყობს თანამოაზრეების კონგრესს შეერთებულ შტატებში 2023 წლის აპრილში.



