რმე-ს პატრიარქი: დონბასის რუსეთის ფედერაციის კუთვნილება წმინდა რეალობაა

პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ უკრაინის ომს ამართლებს, რადგან ის დაკავშირებულია რუსეთის მემკვიდრეობის დაცვასთან.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ დონბასის და რუსეთის ერთიანობა „წმინდა რეალობაა“, ხოლო დღევანდელი დონბასი „რუსული სამყაროს ფორპოსტია“. ამის შესახებ მან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპირებული ნაწილებიდან მოსკოვში ჩასულ ბავშვებთან შეხვედრაზე განაცხადა, იტყობინება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პრესსამსახური.
პატრიარქის თქმით, დონბასი რუსეთის ფარგლებს გარეთ ხელისუფლების სისულელის, ღალატისა და უგუნურობის გამო აღმოჩნდა.
„მშვენიერია, რომ რუსეთი დონბასის ინტერესებს იცავდა და არ დაუშვა ჩვენი ოპონენტების გეგმების ახდენა“, - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა.
ამასთან, მან მოუწოდა დონბასელ ახალგაზრდებს გააგრძელონ სამშობლოს დაცვის „გმირული ტრადიცია“.
როგორც მჟკ იტყობინება, პატრიარქმა კირილმა მსახურება აუკრძალა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურს, რომელმაც ლოცვაში „გამარჯვება“ „მშვიდობით“ შეცვალა.



