ლვოვის მერი: 2 დღეში დავასრულეთ უმე-ის ისტორია ქალაქში

მერმა გამოაქვეყნა საეკლესიო კალენდრის ფოტო დანგრეული ვლადიმირის ეკლესიიდან, რომელსაც მიაწერა: „რუსული მაისი არ დადგება. მხოლოდ თბილი უკრაინული მაისი’’.
ლვოვის მერმა ანდრეი სადოვოიმ თავის ტელეგრამ არხზე განათავსა ინფორმაცია ქალაქში კანონიკური უმე-ის შეწყვეტის შესახებ.
„ამ ორ დღეში ჩვენ დავასრულეთ მოსკოვის საპატრიარქოს ისტორია ჩვენს ქალაქში“, - წერს სადოვოი.
სადოვოიმ დააზუსტა, რომ მოციქულთა თანასწორი ვლადიმირის სახელობის ხის ეკლესია დაანგრიეს, უმე-ის სხვა ეკლესიები გადაეცემა სქიზმატურ მეუ-ს ან სხვა ორგანიზაციებს.
„მშენებლობა სიხოვზე დაიშალა. ბობანიჩის ქუჩაზე მდებარე ტაძარს ახლა მეუ-ს რელიგიური საზოგადოება გამოიყენებს. პეკარსკაიას ქუჩაზე არსებული შენობა ოფიციალურად გადავიდა პირველი სამედიცინო ასოციაციის მფლობელობაში. მეუ-ს მონასტერი, რომელიც იქ მდებარეობს, განაგრძობს მსახურებას, ანტონოვიჩზე მდებარე შენობის მფლობელმა მოსკოვის საპატრიარქოსთან შეთანხმება გაწყვიტა. ამ სამრევლომ ღვთისმსახურება შეწყვიტა“, - განაცხადა მერმა.
სადოვოიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაეხმარა ქალაქში კანონიკური უმე-ის არსებობის შეჩერებას.
„მადლობა ყველას, ვინც შემოუერთდა და პროვოკაციის გარეშე დაეხმარა მოსკოვის საპატრიარქოს ისტორიის დახურვას ჩვენს ქალაქში ამ ორი დღის განმავლობაში. კანონის პატივისცემისთვის, თავშეკავებისა და შემწყნარებლობისთვის“, - განაცხადა მან.
მერმა გამოაქვეყნა საეკლესიო კალენდრის ფოტო დანგრეული ვლადიმირის ეკლესის გამოსახულებით, რომელსაც მიაწერა: „რუსული მაისი არ მოვა. მხოლოდ თბილი უკრაინული მაისი დადგება’’.
როგორც მჟკ-მ მანამდე გვაუწყა, ლვოვის მერმა ისაუბრა თავის გეგმებზე უმე-ის ქონებასთან დაკავშირებით.



