ქსელმა აჩვენა ავტობუსები, რომლითაც მეუ-მ ლავრაში ხალხი მიიყვანა

25 May 2023 13:21
2343
რეგიონებიდან ხალხი ავტობუსებით ჩამოიყვანეს. ფოტო: скриншот видео Telegram-канала «Миряне» რეგიონებიდან ხალხი ავტობუსებით ჩამოიყვანეს. ფოტო: скриншот видео Telegram-канала «Миряне»

გამოქვეყნდა კადრები, სადაც ავტობუსებით მოჰყავდათ  ხალხის ნაკადი მეუ-ს სადღესასწაულო "ლიტურგიისთვის" ლავრის მიძინების ტაძარში.

2023 წლის 25 მაისს სოციალურ ქსელში გამოჩნდა კადრები, სადაც ნაჩვენებია ყვითელ და ლურჯ ჰალსტუხებში გამოწყობილი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჩამოდიან კიევ-პეჩორის ლავრასთან გაჩერებული ავტობუსებიდან და მიდიან მიძინების ტაძრისკენ. ვიდეო ,,მირიანეს’’ Telegram-არხზე გამოქვეყნდა.

მთლიანობაში, კიევ-პეჩორის ლავრასთან, თვითმხილველებმა შენიშნეს მეუ-ს მხარდამწერებით დატვირთული 7 ავტობუსი, რომელთაგან ერთი ორსართულიანია.

ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ავტობუსების პირველი ნაკადი ლავრაში დილის 7 საათზე მივიდა.

თვითმხილველებმა ასევე თქვეს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მეუ-ს მრევლს ზემო ლავრაში შესვლის უფლება დართეს 8:00 საათამდეც. ამავე დროს  წმ. მღვიმელი აღაპის სახელობის ტაძარში შესასვლელი, სადაც უმე-ის ლიტურგია უნდა ჩატარებულიყო, 8:00 საათამდე დაკეტილი იყო და ტაძრის მრევლი შლაგბაუმის მიღმა ელოდებოდა წირვის დაწყებას.

„მსახურების“ დასრულებისთანავე ხალხი ავტობუსებში ცასვეს და ისევ თავიანთ საცხოვრებელ რაიონებში გადაიყვანეს.

უფლის ამაღლების დღეს ლავრის მიძინების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო „ლიტურგიას“ მეუ-ის ხელმძღვანელი ეპიფანე დუმენკო ხელმძღვანელობდა.

როგორც მჟკ იტყობინება, მღვიმელი ბერების  დღესასწაულზე საკათედრო ტაძარში, დუმენკოს „მსახურებაზე“ ლავრაში ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ