ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს ნაციზმზე გამარჯვების დღის 8 მაისს გადატანის შესახებ

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ უკრაინამ „8 მაისს მთელ ევროპასა და მთელ ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად უნდა იზეიმოს გამარჯვების დღე“.
პრეზიდენტმა ვოლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, უკრაინა ყოველწლიურად 8 მაისს აღნიშნავს 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღეს. უმაღლესი რადას ვებგვერდის ცნობით, 2023 წლის 12 ივნისს პრეზიდენტის აპარატმა ხელმოწერილი კანონი პარლამენტს დაუბრუნა.
გამარჯვების დღის აღნიშვნის გადადების ინიციატორი იყო სახელმწიფოს მეთაური - მან 2023 წლის 8 მაისს უმაღლეს რადას კანონპროექტი წარუდგინა, 29 მაისს კი დეპუტატებმა მას მხარი დაუჭირეს.
პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „უკრაინამ, როგორც დიდი ევროპული ოჯახის განუყოფელმა ნაწილმა, უნდა იზეიმოს 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე მთელ ევროპასთან და მთელ ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად, ზუსტად 8 მაისს“.
ზელენსკის თქმით, ამ კანონის მიღება „ხელს შეუწყობს საბჭოთა-რუსული პროპაგანდის მითებისა და მანიპულაციების მსხვრევას“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ 2023 წლის 8 მაისს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინაში ევროპის დღის ყოველწლიური აღნიშვნის შესახებ 9 მაისს.


