ზელენსკი ლვოვში ეკუმენისტურ პარაკლისზე ლოცულობდა

პარაკლისი პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლების, მეუ-ს, უბკე-ის, რკე-ის, სომხური ეკლესიის, პროტესტანტებისა და მუსულმანების მონაწილეობით ჩატარდა.
2023 წლის 8 ივლისს ზელენსკი პრეზიდენტის ოფისის მეთაურთან ანდრეი ერმაკთან ერთად ლვოვში ეკუმენისტურ პარაკლისზე ლოცულობდა. მოვლენის ვიდეო გამოქვეყნებულია ზელენსკის ტელეგრამ-არხზე.
„ლვოვი. პარაკლისი უკრაინისთვის. გამარჯვებისთვის, სამართლიანი სამყაროსთვის, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, - ნათქვამია უწყების ტექსტში.
კადრებში ჩანს, რომ მეუ-ს მეთაური რაღაცას კითხულობს ფურცლიდან, მის ხმას პრეზიდენტის პრეს-სამსახური მუსიკით ახშობს. დუმენკოს გვერდით დგანან მეუ-ს ლვოვის „იერარქები“ მაკარი მალეტიჩი და დიმიტრი რუდიუკი, უბკე-ის ლვოვის მიტროპოლიტი იგორ ვოზნიაკი, კათოლიკების, პროტესტანტების, სომხური ეკლესიის, მუსულმანთა წარმომადგენლები.
ბოლოს ზელენსკიმ, ერმაკმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს რიგრიგობით ხელი ჩამოართვეს.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ზელენსკი ფანარიონში „მიცვალებულთა პანაშვიდზე“ ლოცულობდა.



