პაპი რუსებს: თქვენ ხართ დიდი იმპერიის, დიდი დედა რუსეთის მემკვიდრეები

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთს დიდი კულტურისა და კაცობრიობის ქვეყანა უწოდა.
რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთს დიდი ჰუმანურობის ქვეყანა უწოდა და რუს ახალგაზრდებს მოუწოდა არ დაივიწყონ თავიანთი სახელმწიფოს სიდიადე. ამის შესახებ რმე-ის ხელმძღვანელმა რუს კათოლიკეებთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება მოსკოვის ღვთისმშობლის სახელობის რომის-კათოლიკური საეპისკოპოსოს ვებგვერდი.
„არასოდეს დაივიწყო მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის მემკვიდრეები: წმინდანთა დიდი რუსეთის, მმართველების: პეტრე I-ის, ეკატერინე II, უდიდესი სიწმინდის, კურთხეული კულტურისა და უდიდესი ადამიანობის ქვეყანა. არასოდეს უარყოთ ეს მემკვიდრეობა, თქვენ ხართ დიდი დედა რუსეთის მემკვიდრეები. გმადლობთ თქვენი არსებობისთვის, რუსეთის არსებობისთვის“, - მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ რუსებს.
მანამდე მჟკ წერდა, რომ რომის პაპი შეუთანხმდა უნგრეთის პრეზიდენტს იმუშაოს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.



