უშძ-ს მეომრებმა მადლობა გადაუხადეს უმე-ის ჩერნივცის ეპარქიას შემოწირული მანქანისთვის
სამხედროების თქმით, უმე-მ „კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი მხარში უდგას უკრაინელ ხალხს“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს და მადლობა გადაუხადეს უმე-ის ჩერნოვცი-ბუკოვინის ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს შემოწირული მანქანისთვის.
ეპარქიის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების განყოფილების სამხედროებმა, რომელშიც ბუკოვინას წარმომადგენლები მსახურობენ, მიმართეს ეპარქიის კონსისტორიას მანქანის შეძენაში დახმარების თხოვნით. ჩერნივცისა და ბუკოვინას მიტროპოლიტმა მელეტიმ კურთხევა მისცა შემოწირულობის შეგროვების შესახებ ეცნობებინათ სულიწმინდის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებაზე, ასევე ჩერნოვცის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. შეგროვებული თანხით შეიძინეს „რენო ტრაფიკის“ მარკის ავტომობილი და ჯარისკაცებს გადასცეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სახელით მადლობას ვუხდით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიის მრევლს Renault Trafic-ის ჩუქებისთვის! - ნათქვამია სამხედროების მიმართვაში. - მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარში უდგას უკრაინელ ხალხს. ყველა, ვინც ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გვახმარება გამარჯვებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მიტროპოლიტ მელეტის და ეპარქიის მდივანს, მამა დიმიტრის“.
მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმე-ს კიევის ეკლესიების სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა შეაგროვეს 300 000 გრივნა, დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციისთვის საჭირო მანქანის შესაძენად.