უმე-ს მრევლმა სოფელ გილჩში კერძო სახლი ღვთისმსახურებისთვის მოაწყო

სახლი მრევლს გადასცა სოფ. გილჩის 90 წლის მორწმუნე ქალბატონმა.
როვენის ოლქის სოფელ გილჩის უმე-ს მრევლმა, რომელიც მეუ-ს მიერ ტაძრის მიტაცების შემდეგ ღია ცის ქვეშ ლოცულობდა, კერძო სახლი ღვთისმსახურებისთვის მოაწყო. იქ უკვე ჩატარდა პირველი ლიტურგია. ამის შესახებ იუწყება როვენის ეპარქიის უმე-ს პრეს-სამსახური.
სახლი თავის მრევლს გადასცა 90 წლის ქალბატონმა, რომელიც მთელი ცხოვრება ეკლესიაში დადიოდა. რამდენიმე დღეში მორწმუნეებმა შენობა ღვთისმსახურების ჩასატარებლად მოამზადეს.
პირველ საღმრთო ლიტურგიას სამლოცველო სახლში ბევრი ადამიანი დაესწრო. ღვთისმსახურების შემდეგ ლიტანიობა გაიმართა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 2023 წ. 19 აპრილს მეუ-ს მომხრეებმა გილჩში წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მიიტაცეს. მას შემდეგ სოფლის საბჭომ ის დალუქა. რუსეთის გაქრისტიანების დღესასწაულზე, ღამით, რეიდერებმა კვლავ გატეხეს ტაძრის კარის ბოქლომები. 13 აგვისტოს დუმენკოს მომხრეებმა სცემეს მორწმუნეები, რომლებიც თავიანთი სიწმინდის დაცვას ცდილობდნენ. მეუ-ს აქტივისტები წინამძღვარს, არქიმანდრიტ გერმანეს თავის მოჭრით ემუქრებოდნენ, თუ ის სოფელში ღვთისმსახურებას ჩაატარებდა.



