ჰამასი: ისრაილზე თავდასხმა - იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთის განთავისუფლებაა

ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურმა მუჰამედ დაფმა განაცხადა ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის „ალ-აქსას ქარიშხლის“ დაწყების შესახებ.
პალესტინურ ორგანიზაცია ჰამასში, რომელსაც მთელი რიგი ქვეყნები მიიჩნევენ როგორც ტერორისტულს, განაცხადეს, რომ ისრაელზე თავდასხმა, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, - იერუსალიმში ტაძრების მთაზე მდებარე ალ-აქსას მეჩეთის „განთავისუფლების“ ოპერაციას წარმოადგენს, იუწყება The Jerusalem post.
გამომცემლობა Palestine chronicle იუწყება, რომ მუჰამედ დაფის სიტყვების თანახმად, „ისრაელები ჩვენს მორწმუნეებს თავს დაესხნენ და ალ-აქსა წაბილწეს, ჩვენ კი მათ მანამდე ვაფრთხილებდით. მტერმა ალ-აქსა წაბილწა და წინასწარმეტყველის გზიდან გადახვევა გაბედა“.
მან იერუსალიმის მუსულმანებს და აგრეთვე ყველა ისლამურ სახელმწიფოს ისრაელის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლისკენ მოუწოდა: „ო, ჩვენო ხალხო, არაბეთისა და ისლამის ყველა ქვეყნისა, დაიწყეთ მარშირება (დღეს) და არა ხვალ, და დაარღვიეთ საზღვრები და ბარიერები“.
ზოგიერთი ტელეგრამ-არხი აქვეყნებს ვიდეოს იერუსალიმიდან, სადაც, როგორც ამტკიცებენ, მეჩეთებიდან ისმის მოწოდება „წმინდა ომისკენ“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ პუტინი კადიროვს მოსკოვში ახალი მეჩეთის აშენებას დაპირდა.



