ისრაელის ელჩმა ვატიკანში გააკრიტიკა იერუსალიმის რკე-ის იერარქის სიტყვები ომის შესახებ
ვატიკანში ისრაელის საელჩოში თვლიან, რომ ლათინური საპატრიარქოს ტექსტი ომის შესახებ „ამორალური ორაზროვნებით გამოირჩევა“.
წმინდა საყდარში ისრაელის საელჩომ გააკრიტიკა იერუსალიმის რკე-ის კარდინალის პიცაბალის განცხადება ისრაელსა და პალესტინას შორის ომის შესახებ, იუწყება გამომცემლობა kath.net.
წერილობითი განცხადება ეგრეთ წოდებული ლათინური საპატრიარქოსი, რომელსაც ხელმძღვანელობს კარდინალი პიცაბალა, გაავრცელეს შაბათს საღამოს. ისრაელ-არაბული კონფლიქტის კომენტირებისას, კარდინალმა დაწერა, რომ „ღაზადან დაწყებული ოპერაცია და ისრაელის არმიის რეაქცია გვაბრუნებს ჩვენი უახლესი ისტორიის უარეს დროში“.
იერუსალიმის კათოლიკე იერარქის აზრით, „ლაპარაკია ორმხრივ სამხედრო კამპანიაზე, რომელიც თავისი ფორმით, დინამიკითა და მასშტაბებით ძალზე შემაშფოთებელია“.
ისრაელის ელჩმა ვატიკანში განაცხადა, რომ ლათინური საპატრიარქოს ტექსტი „ძალზე შემაშფოთებელი და სამწუხაროა“, რადგან „ამორალური ორაზროვნებით გამოირჩევა“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურმა მუჰამედ დაფმა განაცხადა ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის „ქარიშხალ ალ-აქსის“ დაწყების შესახებ.