დუმენკომ ახსნა,თუ რატომ აიგნორებს მეუ ეკუმენური საბჭოს წესებს

მეუ-ს იერარქმა ახსნა,რატომ იყო მის სტრუქტურაში, ერთ ქალაქში ორი-სამი ,,ეპისკოპოსი''
სერგეი( ეპიფანე )დუმენკომ განმარტა ,თუ რატომ არღვევს მეუ ეკუმენური საბჭოს წესებს ,კერძოს კი, I საბჭოს 8 წესი,რომ ერთ ქალაქში მხოლოდ ერთი ეპისკოპოსი უნდა იყოს.
,,რადიო თავისუფლება''-ის უხერხულ კითხვებს ასე პასუხობდა მეუ-ს იერარქი ,,ამ გადაწყვეტილებამდე ისინი მიიყვანა ,,ერთობლივი საბჭოს შექმნამ''.
დუმენკოს სოციალური ქსელიდან დაუსვეს შეკითხვა,ვლად იანსკიმ მას ჰკითხა,რატომ არის ვინნიცაში მეუ-ს ორი ,,იერარქი''? (სინამდვილეში დღეს ვინნიცაში არა ორი,არამედ სამი ,,ეპისკოპოსია'').
,,გაერთიანების შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება,რომ ყოველი რითაც მოვიდა,იმით რჩება''.იერარქი შეეცადა სიტუაციის ახსნას.
ახალი სტრუქტურის იერარქი თვლის ,რომ ეს პროცესი ,,დროსთან ერთად დარეგულირდება''. არღვევს თუ არა მეუ მართმადიდებლური ეკლესიის კანონებს ახლა,ამაზე სერგეი დუმენკომ არ უპასუხა.
როგორც მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იტყობინება, ადრე მეუ-ს იერარქმა განაცხადა,რომ სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს ,,თავის ეკლესიას''.



