პაპი დასაშვებად მიიჩნევს ვაქცინის დამზადებას აბორტის მასალის გამოყენებით

28 December 2020 00:44
40
რომის პაპი ფრანცისკე.ფოტო: 112.ua რომის პაპი ფრანცისკე.ფოტო: 112.ua

აბორტული უჯრედების გამოყენებით დამზადებული COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინა „ზნეობრივად მისაღებია“, თუ სხვა ხელმისაწვდომი არ არის, განაცხადეს ვატიკანში. 

რომის პაპმა ფრანცისკემ მოიწონა საკონფესიო კონგრეგაციის დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ  ზნეობრივად მისაღებია COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც იწარმოება სააბორტო ნაყოფის უჯრედოვანი ხაზების დახმარებით.

რომის კათოლიკურ ეკლესიაში აღნიშნეს, რომ არ იწონებენ სააბორტო უჯრედების გამოყენებას. ვაქცინა, რომელიც მიღებულია ასეთი ქსოვილების გამოყენებით, დასაშვებია იმ შემთხვევაში, „თუ მიუწვდომელია ეთიკურად უნაკლო COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინები“, აღნიშნეს ვატიკანის პრეს სამსახურში.

კონგრეგაციის აზრით, ეს ზნეობრივი შეღავათი მოქმედებს იმ ქვეყნებში, სადაც ექიმებისთვის და პაციენტებისთვის მიუწვდომელია სხვა ვაქცინები, ან მათი გავრცელება გართულებულია შენახვისა და ტრანსპორტირების განსაკუთრებული პირობებით, ან „ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაში არ აძლევს მოქალაქეებს უფლებას თავად აირჩიონ ვაქცინა“.

უკრაინაში ხელისუფლებამ ჯერ არ იცის, რა აცრებს შეთავაზებენ მოქალაქეებს. საქმე იმაშია, რომ მოწოდება COVAX-ის პროგრამით არ ითვალისწინებს კონკრეტული ვაქცინის არჩევას. საზოგადოეწბრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ კუზინმა განაცხადა, რომ  ზუსტად იქნება ცნობილი, რა ვაქცინა იქნება მოწოდებული  უკრაინაში 2021 წლის იანვარში.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინაში განსაზღვრეს მოსახლეობის COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის ვადები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ