უმე-ში უარყვეს ინფორმაცია რმე-ს სინოდის მიერ საკუთარი უფლებების შეზღუდვაზე
სიტუაცია განმარტა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა.
რიგი უკრაინული მის-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რმე წმინდა სინოდმა ბოლო სხდომაზე თითქოსდა შეზღუდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი უფლება, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის შესახებ უმე -ს სპიკერმა, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე ოთხშაბათს, 2020 წლის 30 დეკემბერს.
კერძოდ, მან დააზუსტა, რომ საქმე ეხება რმე სინოდის 29 დეკემბრის N113 სხდომის ჟურნალს, რომელშიც საუბარია, რომ წმინდანთა წირვის ტექსტები თვითმმართველმა ეკლესიებმა უნდა შეათანხმონ პატრიარქთან.
დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა განმარტა, რომ მოცემული გადაწყვეტილება არ ეხება უმე, რომლის სტატუსიც თვითმმართველ ეკლესიებზე მაღლაა და „ჩვენ დიდი ხანია, რამ ვახდენთ წმინდანების კანონიზაციას და ვადგენთ წმინდანთა ღვთისმსახურების ტექსტებს, რმე-თან შეთანხმების გარეშე. და არა გვგონია, რომ სიტუაცია შეიცვალოს ჩვენი უფლებების შეზღუდვის მხარეს“.
„რასაკვირველია, ხდება ზოგერ, რომ რმე-ს სინოდის ზოგიერთი გადაწყვეტილება, რომელშიც ნახსნებია უმე, განიმარტება ისე, როგორც ამას ჩვენი მის-ები აკეთებენ. თუმცა, ჩვენი ეკლესიის ცხოვრების რეალიები სულ სხვაგვარია. უმე იზრდება და ვითარდება და მისი ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის უკან დაბრუნება გარკვეული მარეგლამენტირებელი დოკუმენტის ჩარჩოებში უკევ საკმაოდ რთულია და ზოგჯერ, შეუძლებელიც კი“ - ხაზი გაუსვა მან.
შეგახსენებთ, რომ ადრე უმე-ს სპიკერმა უარყო გავრცელებული ხმები ფანარიონის მეთაურის კიევში 2021 წელს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.