ანტიქრისტეს სული საუბრობს ლგბტ იდეოლოგიით, - რმე-ის კარდინალი

რმე-ის რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის ყოფილი პრეფექტი თვლის, რომ კათოლიკე ეპისკოპოსებს სურთ ბიბლიის მორგება ანტიქრისტიანულ იდეოლოგიებთან.
გერმანელი კათოლიკე კარდინალი, რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის ყოფილი პრეფექტი გერჰარდ მიულერი თვლის, რომ ანტიქრისტეს სული საუბრობს ლგბტ იდეოლოგიით, იუწყება infovaticana.com.
რკე-ის სინოდის ბოლო გადაწყვეტილებების კომენტირებისას, კარდინალმა მიულერმა თქვა, რომ კათოლიკე ეპისკოპოსები „ღიარად არ ამბობენ თავიანთ სათქმელს“.
„მათ არ შეუძლიათ ღიად თქვან: „ჩვენ გვინდა შევეწინააღმდეგებით ღვთის სიტყვას“. მაგრამ ისინი ნერგავენ ახალ ჰერმენევტიკას, რომელთანაც სურთ ღვთის სიტყვის მორგება ამ ანტიქრისტიანულ იდეოლოგიებთან“, - დასძინა მიულერმა.
ამავე დროს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ ვერ გავაერთიანებთ ქრისტესა და ანტიქრისტეს“.
„ეს ჰომოსექსუალური „ლგბტ“ იდეოლოგია არსებითად ანტიქრისტიანულია. ანტიქრისტეს სული ლაპარაკობს მისი მეშვეობით“, - თქვა მიულერმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ გერჰარდ მიულერის თქმით, კათოლიკურ ეკლესიაში არიან ეპისკოპოსები, რომლებსაც ღმერთი არ სწამთ.



