ქსელში აჩვენეს, თუ როგორ ასწავლის მეუ-ს კლირიკოსი ტაძარში სადიაკვნო მსახურებას ქალიშვილს

მეუ-ს „მღვდელმა“ წმინდა მიქაელის მონასტერში კმევასა და სადიაკვნე მსახურებაში მასტერ-კლასი ქალიშვილს ჩაუტარა.
მეუ-ს კლირიკოსმა სერგეი ბერეჟნოიმ ქალიშვილს ჩაუტარა გაკვეთილი კმევასა და სადიაკვნე მსახურებაში კიევის ზლოტოვერხის მონასტრის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. კადრები ტაძრიდან მჟკ-ს ხელში აღმოჩნდა.
კადრებში ჩანს, თუ როგორ ასწავლის „მღვდელი“ ქალიშვილს სწორად კმევას ღამისთევის ლოცვის კანონის გალობის დროს.
სწვლებაში ბერეჟნოის ეხმარებიან მეუ-ს საღვთისმეტყველო აკადემიის სტუდენტები, რომლებიც გალობენ კანონის მე-8 გალობის კატავასიას, რომლის შემდეგ ქალიშვილი, როგორც ამას დიაკვანი მსახურებისას ასრულებს, უკრაინულ ენაზე წარმოთქვა: „ღვთისმშობელსა და მშობელსა ნათლისა ღვთისასა გალობით ვადიდებდეთ“.
„მშვენიერია, ყოჩაღ“, - შეაქო ბერეჟნოიმ „დიაკონისა“.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ქსელში აჩვენეს, თუ როგორ დადიან ქალები უბკე-ის ტაძარში საკურთხევლის გავლით.



