ფრონტელი მებრძოლი - ლავრის პროვოკატორებზე: გული მტკივა, ამას რომ ვუყურებ
უკრაინის დამცველი ირწმუნება, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელმაც ის აღზარდა.
უშძ-ის სამხედომოსამსახურემ, რომელიც 2023 წ. 22 ნოემბერს მივიდა კიევ-პეჩერის ლავრასთან ლოცვით დგომაზე, მკაცრად დაგმო ანტიეკლესიური „აქტივისტების“ ქმედებები, რომლებიც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ უმე-ს მორწმუნეთა ლოცვისთვის.
«Першому Козацьки» -ის კომენტარში მებრძოლი ყვებოდა, რომ რფ-ის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ის ევროპიდან უკრაინის დასაცავად ჩამოვიდა. ახლა ის არის ე.წ. „БМП-2“-ის მძღოლ-მექანიკოსი და მონაწილეობს ბრძოლებში კუპიანსკის მიმართულებით.
მებრძოლის სიტყვებით, ის შვიდი წლის ასაკიდან უმე-ს მრევლშია. კიევში ჩამოსვლისას, ყოველთვის მიდიოდა ლავრაში და ახლა მას „გული ტკივა“, როდესაც უყურებს, თუ რას სჩადიან პროვოკატორები ამ სიწმინდის კედლებთან.
„ისინი არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა ხდება წინა ხაზზე, მათ გამოფინეს პლაკატები და სრულ ქაოსს ქმნიან, - თქვა სამხედრომოსამსახურემ. - ჩემი ძმები ამ დროს შტურმში მონაწილეობენ, ეს გაუგებარი ადამიანები კი აქ დგანან და ცდილობენ, რომ ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცონ. უკეთესი იქნებოდა, დაედგათ კოლოფი უკრაინის შეიაირაღებული ძალების დასახმარებლად, დრონებისთვის ფული შეეგროვებინათ. მტკივა და მიმძიმს ეს ყველაფერი“.
მებრძოლმა აღნიშნა, რომ მის სამხედრო მეგობართა შორის არ არის დაყოფა იმის მიხედვით, „თუ რა სარწმუნოების აღმსარებელი ხარ და ვინ რა ენაზე ლაპარაკობს“.
„ჩვენი სამშობლოს დაცვაში ეს ხელს არ გვიშლის. და ის, რაც აქ ხდება, მხოლოდ ცირკია“, - თქვა ფრონტელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალ ქვეყანაში არსებობს აღმსარებლობის თავისუფლება.
„ადამიანს უფლება აქვს აირჩიოს, სად იყოს, რა აკეთოს, რა თქვას. მე გავაკეთებ იმას, რისკენაც სულ ვისწრაფვოდი. ჩამოვედი თავისუფალი ქვეყნის დასაცავად და ვერავინ ვერ მიმითითებს, რა ვაკეთო, სად ვაკეთო და როგორ ვაკეთო. <...> მე მხარს დავუჭერ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. მე აქ გავიზარდე, მან აღმზარდა და ახლა აქ ვარ“, - თქვა სამხედრომოსამსახურემ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მართალი პეტრე კალნიშევსკის ხსენების დღეს - უკრაინელ მებრძოლთა მფარველისა - კიევ-პეჩერის ლავრასთან ლოცვითი დგომის მონაწილეებმა წმინდანის ნაწილებთან უკრაინის დამცველთათვის ლოცვა აღავლინეს.