სამხედრო კომისარიატის თანამშრომელი უბკე-ის მღვდელს ჯარში გაწვევის გადაცემისას ყელში წვდა
ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ წვდა ყელში სამხედრო კომისარიატის თანამშრომელი მღვდელს, სამხედრო გაწვევის გადაცემისას, რადგან მან ,,არასწორად’’აუგო წესი მის შვილს.
ლვოვის რეგიონის სტრიისკის რაიონში, კომისარიატის თანამშრომელმა უბკე-ის მღვდელს ჯარში გაწვევა გადასცა პირადი მტრობის გამო, რომელმაც მის გარდაცვლილ შვილს წესის აგებისას უწოდა "მონა ღვთისა". ვიდეო კადრები გამოცემა Strana-მ გამოაქვეყნა.
კადრებში ისმის, რომ კომისარიატის თანამშრომელი ემუქრება სასულიერო პირს, რომ „ძაღლივით მოექცევა“ და შვილსა და სიძეს ფრონტზე წაიყვანს, თუ სამხედრო აღრიცხვის ოფისში არ გამოცხადდება.
„რომ შემეძლოს, ყელზე მოგიჭერ და დაგახრჩობ“, - უყვირის სამხედრო მოსამსახურე მღვდელს, ყელში უჭერს და პანაშვიდზე „შვილის შეურაცყოფაში“ ადანაშაულებს.
„პარასკევს ბიჭებთან ერთად მოვალ და კარტოფილის ტომარასავით წაგიყვან. იავოროვში იქნები, ყველაფერს მოგიტან. ვისაც არ უნდა სთხოვო, იმედი არ გქონდეს, კანცელარიამ იცის. მე ვთქვი, რომ გვყავს დაჭრილი კაპელანი, რომელიც 3 წელი იბრძოდა ომში. თუ არ წამოხვალ, მე წავიყვან შენს შვილს, წავიყვან შენს სიძეს, შენ კი აქ დაჯექი და გაერთე. ამას არ გაპატიებ. ჯანდაბა, - ამბობს სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი.
უბკე-ის სასულიერო პირზე თავდასხმის ვიდეომ სოციალურ ქსელებში სკანდალი გამოიწვია. მომხდარზე კომენტარი გააკეთა ლვოვის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ, რომელმაც მოუწოდა სამხედრო კომისარიატის ხელმძღვანელობას სიტუაციაში გარკვევისკენ, იყვნენ თუ არა მამაკაცები სინამდვილეში მათი თანამშრომლები.
„სიტუაცია უნდა დაზუსტდეს, რადგან ინტერნეტში მხოლოდ ვიდეოჩანაწერისა და კონტექსტიდან ამოღებული საუბრის ფრაგმენტია“, - წერს ის ტელეგრამ-არხზე.
კოზიცკის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ლვოვის რეგიონულმა კომისარიატმა განაცხადა, რომ მამაკაცს, რომელიც ყელში წვდა სასულიერო პირს, მათ განყოფილებასთან საერთო არაფერი აქვს.
ამასთან, აღნიშნეს, რომ მამაკაცის გვერდით მდგარი კომისარიატის ნამდვილი თანამშრომლების ქმედება კანონს არ სცდებოდა.
როგორც მჟკ იტყობინება, უმე-ის მრავალშვილიანი მღვდელი ლუცკიდან ჯარში გაიწვიეს.