საეჩო ისრაელში ისევ შეეცადა თეოფილესთან მეუ-ს ,,განვითარების'' განხილვას

უკრაინის ელჩმა ისრაელში ევგენი კორნეიჩუკმა პატრიარქ თეოფილე III - სთან განიხილა მსოფლიო მართმადიდებლობასა და მეუ-ს შორის შექმნილი სიტუაცია.
2021 წლის 4 თებერვალს იერუსალიმის მართმადიდებლურ ეკლესიაში მოხდა ისრაელში უკრაინის ელჩის ევგენი კორნეიჩუკისა და იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე III-ს შორის შეხვედრა, გვამცნობს ისრაელში უკრაინის საელჩოს ოფიციალური საიტი.
შეხვედრაზე უკრაინის ელჩმა და იერუსალიმის პატრიარქმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივა უკრაინასა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობების შესწავლის საკითხზე, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები მსოფლიო მართმადიდებლურ სამყაროსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ მეუ-ს ირგვლივ.
პატრიარქი თეოფილე III და უკრაინის ელჩი შეთანხმდნენ რელიგიური რელიქვიების გამობრძანებაზე, რომელიც XVII საუკუნეში საპატრიარქოს გადასცა ივან მაზეპმა, რომლებიც ქრისტეს საფლავში ინახება. უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავის ზეიმის ფარგლებში იგეგმება რელიქვიების გამოფენა, რომლებიც სხვა და სხვა დროს უკრაინისგან იქნა გადაცემული იერუსალიმის პატრიარქისადმი.
როგორც ადრე მჟკ გვამცნობდა, უკრაინის ელჩი ერთხელ უკვე შეეცადა იერუსალიმის პატრიარქთან განეხილა მეუ-ს ,,განვითარება''.



