ფანარიონის მეთაურის თქმით, სამივე ლავრა ,,მეუ-ს კონტროლს უნდა დაუბრუნდეს’'

კიევო-პეჩორის, პოჩაევისა და სვიატიგორსკის ლავრები ეკუთვნის ხელისუფლებას და იმყოფება უმე-ს დროებით დაქვემდებარებაში, ხაზგასმით თქვა მიტროპოლიტმა გიორგიმ (კალიშჩუკი).
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქმა გიორგი (კალიშჩუკი), რომელიც კანადაში უმე-ს მეთაურია, დარწმუნებულია იმაში, რომ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის სამივე ლავრა უნდა დაუბრუნდეს უკრაინელ ხალხს და მეუ-ს. ეს განცხადება მან გააკეთა კანადურ არხ Kontakt Ukrainian TV ინტერვიუში.
«სინამდვილეში კიევო-პეჩორისა და პოჩაევის ლავრა არის კიევის სახელმწიფოს, ხელისუფლების კუთვნილება,- თქვა მან. მოსკოვის ეკლესია- როგორც მას ეძახიან უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიას, მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეს თქმით, არის მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია კიევში, ეს არ არის არანაირად უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია. ორივე ლავრა, ასევე მესამეც - სვიატოგორის, არის უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის დროებით სარგებლობაში».
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა თქვა, ,, როგორც კი საზოგადოება განვითარდება, როგორც კი ხელისუფლება შეგონდება <...> ყველაფერი დაუბრუნდება უკრაინელი ერის დაქვემდებარებას და ვთვლი რომ დაუბრუნდება მეუ-ს და უკრაინას’’.
გარდა ამისა, განაცხადა მან ,, უკრაინელებს უნდა აშფოთებდეთ’’ ის, რომ ,,ეკლესიებიდან და ლავრებიდან სხვა და სხვა ნივთები გადააქვთ სხვა სახელმწიფოში საძღვრის გავლით’’.
შეგახსენებთ, ადრე ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც უმე-ს მეთაურმა დაადასტურა რომ სწორედ ფანარიონმა უბიძგა უკრაინის მთავრობას მოეთხოვათ ტომოსი.



