საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი დუმენკოს ძმურ მილოცვაზე პორფირისადმი
უკრაინის საელჩომ თავის საიტზე გამოაქვეყნა სერგეი დუმენკოს ,,მილოცვა’’ სერბეთის პატრიარქისადმი.
2021 წლის 19 თებერვალს უკრაინის საელჩომ სერბეთში თავის ოპიციალურ საიტზე განათავსა სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს ,,ძმური მილოცვა’’ სერბეთის ახალი პატრიარქის პორფირის მიმართ. საელჩოს თანამშრომლებს არანაირად არ დაუკომენტარებიათ სერგეი დუმენკოს მილოცვა, მხოლოდ გადათარგმნეს და გააზიარეს თავიანთ გვერდზე.
საელჩოს უფროსმა ალექსანდრე ალექსანდროვიჩმა ასევე თავის გვერდზე გამოაქვეყნა პატრიარქ პორფირის მიმართ მილოცვა.გარდა ამისა, ის თავის გვერდზე რეგულარულად აქვეყნებს პუბლიკაციებს სერგეი დუმენკოზე, კერძოდ ბერძნული ეკლესიისგან მეუ-ს ,,აღიარებაზე’’.
შეგახსენებთ, 2020 წლის თებერვალში მონტენეგროში უკრაინის საელჩოსგან ანალოგიურ საქციელს დიდი სკანდალი მოყვა. მაშინ დიპლომატებმა თავიანთ აქაუნთზე გამოაქვეყნეს ციტატა მეუ-ს პრეს-სამსახურის შეტყობინებიდან, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკრაინის ეკლესიის ერთადერთი წინამძღვარი თითქოს და ეპიფანე დუმენკო არის, ხოლო უნეტარესი ონუფრე კომენტარებში მოხსენიებული იყო, როგორც ,,რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი კიევში’’.
2020 წლის აპრილში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკრაინული დიპლომატიური საბჭოს მიერ უნეტარესი ონუფრეს მიმართ პროვოკაციული განცხადების გაკეთების გამო. ხოლო თუ როგორ დასრულდა საქმის განხილვა არ გასაჯაროებულა.