ვაქცინა აბორტირებული ბავშვის უჯრედებისაგან საკმაოდ ეთიკურია,- მეუ-ს
ანდრეი დუდჩენკო თვლის, რომ აბორტი, რომელიც ვაქცინის შექმნის საფუძველია, „იყო კანონიერი“, ამიტომ მიზეზი არ არსებობს უარი ითქვას AstraZeneca-ს ვაქცინაციაზე.
მეუ-ს სინოდალური საღვთისმეტყველო-ლიტურგიკული კომისიის თავჯდომარე „მღვდელი“ ანდრეი დუდჩენკო არ ხედავს არაფერ ცუდს კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს გამოყენებაში, რომლის შექმნაში გამოიყენეს აბორტირებული ნაყოფის უჯრედები, რადგანაც „ორსულობა შეწყვეტილია კანონიერად“ და „ეს სიცოცხლე მაინც შეწყდა“. ამაზე მან დაწერა თავის Facebook -გვერდზე.
„მე არ ვხედავ ეთიკურ დაბრკოლებას იმაში, რომ ქრისტიანებმა შეძლონ ასეთი ვაქცინის გამოყენება,-დაწერა მეუ-ს ღვთისმეტყველმა.- რატომ? იმიტომ რომ ის უბედური ადამიანის ემბრიონი დაიღუპა არა იმ მიზნით, რომ მისგან გაკეთდეს ვაქცინა, არამედ სხვა მიზეზებით. ეს სიცოცხლე მაინც შეწყდა.“
აბორტში და მეცნიერული მიზნებისათვის ემბრიონის შემდგომ გამოყენებაში დუდჩენკო ხედავს ღვთის განგებას, რადგანაც „შესაძლებელია ადამიანური ცოდვის შედეგების სასიკეთოდ მოქცევა.“
როგორც მჟკ იუწყებოდა, უკრაინის ჯანმრთელობის სამინისტრო 2021 წლის შემოდგომისათვის დაპირდა 21 მილიონი უკრაინელის ვაქცინირებას.