თემი პერევალში აშენებს ახალ ტაძარს მეუ-ს მიერ მიტაცებულის სანაცვლოდ

სოფელ პერევალში უმე-ს თემი, რომელსაც მეუ-ს მომხრეებმა წაართვეს ტაძარი 2019 წელს, იწყებს ახალი ტაძრის მშენებლობას.
წმინდა მიძინების უმე-ს თემი ვოლინის ოლქის ტურიისკის რაიონის სოფელ პერევალში, რომელიც დაზარალდა მეუ-ს რეიდერების მიერ 2019 წელს, მიიღო მიწის ნაკვეთი ახალი ტაძრის მშენებლობისათვის და ითხოვს ფინანსურ დახმარებას, იტყობინება მჟკ-ს კორესპოდენტი წინამძღვარის, დეკანოზ ვიტალი ჩაბანის წყაროს მითითებით.
მღვდელმსახურის სიტყვებით, ტურიისკის თემის ტერიტორიული გაერთიანების საბჭოს გადაწყვეტილებით, უმე-ს თემმა სოფელ ტორგოვიშეში მიიღო მიწის ნაკვეთი ტაძრის ასაშენებლად სოფელ პერევალში.
წმინდა მიძინების სახელობის თემმა მეუ-ს სასარგებლოდ გადარეგისტრირების შედეგად დაკარგა იურიდიული პირის სტატუსი, თუმცა თემი დე-ფაქტო შენარჩუნებულია და აგრძელებს მოქმედებას. გააფორმა რა ყველა საჭირო დოკუმენტი, სამრევლო ახლო მომავალში იწყებს ახალი ტაძრის აღმართვას.
ამ დროისათვის უმე-ს თემი იკრიბება შენობაში, რომელიც მორწმუნეების საჭიროებისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გადაეცათ არენდით. ამასთან მეუ-ში გადასული ყოფილი წინამძღვარი, თუმცა აგრძელებს პერევალში ცხოვრებას, მეტს არ მსახურობს.
პერევალში უმე-ს სამრევლო 2019 წელს გახდა მეუ-ს აქტივისტების რეიდერული დაპყრობის ერთ-ერთი სამიზნე ტურიისკის რაიონში. წინამძღვარმა დეკანოზმა იური ბილოვუსმა განაცხადა ახალ საეკლესიო სტრუქტურაზე გადასვლის შესახებ. ასევე სამრევლო იქნა გადარეგისტრიებული მეუ-ს სასარგებლოდ ვოლინსკის საოლქო ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის 2019 წლის 7 ივნისის განკარგულებით.
უმე-ს საბანკო ანგარიში, რომელიც სოფელ პერევალში ტაძრის აშენებისთვისაა განკუთვნილი: UA563034400000026009055501980, 5169330514574448
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, რეიდერებისაგან დაზარალებულ უმე-ს თემს დაუნიშნეს წინამძღვარი.



