ლავრაში უშიშროების ძალები ატერორებენ ბერებს კითხვებით მეუ-ში გადასვლაზე, - მედია

სამართალდამცავებმა გააძლიერეს კონტროლი კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ბერების გადაადგილებაზე და დაიწყეს მათი გადაბირება, გადავიდნენ მეუ-ში.
კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მორიგე სამართალდამცავებმა დაიწყეს მონასტრის ბერების დაყოლიება, რომ გადავიდნენ მეუ-ში. ამის შესახებ იტყობინება ,,პერში კაზაცკი’’.
წყაროს ცნობით, შობის ღამეს პოლიცია და უუძ-ის თანამშრომლები აგრესიულად ექცეოდნენ ლავრის მაცხოვრებლებს და ემუქრებოდნენ კიდეც, რომ კომენდანტის საათის დროს მათ მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას არ მისცემდნენ.
სამართალდამცავებმა ბერების საბუთების შემოწმება არა მხოლოდ ლავრის შესასვლელთან, არამედ მონასტრის შიგნითაც დაიწყეს.
„ალბათ დაავიწყდათ, რომ ლავრა ქუჩა კი არა, ბერების სახლია. და თქვენ ვერ შეუძღუდავთ ხალხს საკუთარ სახლში სიარულს. ასევე დაავიწყდათ, რომ აქ ისინი სტუმრები არიან, თანაც დაუპატიჟებელი“, - წერენ ჟურნალისტები.
როგორც მჟკ იტყობინება, კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავრაში მცხოვრები მორწმუნეების საკითხი „მალე მოგვარდება“.



