მეუ-ს „იერარქმა“ თავის სტრუქტურაში „დიდი პროგრესირებადი პრობლემების“ შესახებ განაცხადა
გავრიილ კრიზინამ განაცხადა დუმენკოს მმართველობის „მოსკოვური მეთოდებისა“ და „ფილარეტელების“ მიერ ყოფილი „ავტოკეფალების“ შევიწროვების შესახებ.
როვენსკო-ვოლინსკის „ეპისკოპოსმა“ გავრიილ კრიზინამ თავის ფეისბუქ-გვერდზე მეუ-ს მთელი რიგი პრობლემების შესახებ განაცხადა, რომლებიც, მისი სიტყვებით, მხოლოდ ღრმავდება.
ერთ-ერთ პუბლიკაციაში კრიზინამ მიუთითა „დიდ პრობლემაზე, რომელიც პროგრესირებს“ - ორი-სამი ეპარქიის არსებობა ერთ ტერიტორიაზე.
„ამასთან ერთად, სახელმწიფოსა და მეუ-ს ცენტრალური ხელმძღვანელობის დამოკიდებულება ყოფილი უამე-ის ეპარქიების მიმართ ნეგატიურია“, - ჩიოდა კრიზინა.
მისი სიტყვებით, სანამ არ მოხდება „ტერიტორიის ოლქების შესაბამისი კონკრეტული დაყოფა იქ არსებული ეპარქიების მიხედვით, სულ უფრო და უფრო უარესი იქნება“.
კრიზინამ აგრეთვე გააკრიტიკა დუმენკოს მმართველობის მეთოდები. მისი სიტყვებით, ისინი „მოსკოვურია“.
„ყველაზე რთულ მდგომარეობაში მისი უნეტარესობა, მიტროპოლიტი ეპიფანეა, ვინაიდან რთულია ფილარეტ დენისენკოს მოსკოვური სტილის მმართველობის შეხამება მაკარი მალეტიჩის კრებით-სამართლებრივ სტილთან - მაგრამ მას ყველაფერი წარმატებულად გამოსდის“, - ირონიით აღნიშნა კრიზინამ.
მოგვიანებით მან რაღაც მიზეზით გადაწყვიტა თავისი პუბლიკაციების წაშლა, მაგრამ დარჩა სქრინშოტები.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მეუ-ში ექს-უამე-ის „იერაქები“ ექს-ფილარეტელთა შევიწროვებაზე ჩივიან.