„ხალხის მსახურის“დეპუტატმა ბართლომეს ზელენსკის და დუმენკოს წერილები გადასცა

სახალხო დეპუტატმა ბოგდან იარემენკო ფანარის მეთაურს ზელენსკისა და ეპიფანეს წერილები გადასცა, აგრეთვე საჩუქრად მიართვა ნაციონალური დროშის ტონებში დაწერილი ხატი.
2021 წლის 6 მარტს უკრაინის დელეგაციამ, „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატებისა და დიპლომატების შემადგენლობით, პატრიარქ ბართლომეს გადასცა ვლადიმერ ზელენსკისა და სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს წერილები, იუწყება საიტი «Ромфея».
ფანარის მეთაურს წერილები გადასცა „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატმა ბოგდან იარემენკომ, რომელიც სკანდალურად ცნობილია უმაღლესი რადის სხდომის დროს მეძავ ქალთან მიმოწერით.
საიტზე «Ромфея» იუწყებიან, რომ უკრაინის დელეგაციის სახელით გამოვიდა სახალხო დეპუტატი ნიკიტა პოტურაევი.
თუმცა ვიდეოზე, რომელიც წარმოადგინა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, ჩანს (1 საათი 12 წთ 40 წმ), რომ გამოდის დეპუტატი ბოგდან იარემენკო, რომელმაც მადლობა გადაუხადა პატრიარქ ბართლომეს თბილი სიტყვებისთვის და აღნიშნა უკრაინაში მისი მომავალი ვიზიტის მნიშვნელობა.
ამის შემდეგ იარემენკომ ფანარის მეთაურს გადასცა ზელენსკისა და ეპიფანეს წერილები, აგრეთვე საჩუქრად მიართვა ნაციონალური დროშის ტონებში დაწერილი ხატი. თავის მხრივ, პატრიარქმა ბართლომემ აღნიშნა, რომ „ამ ხატის ფერები დიდებულია“, შემდეგ მიუთითა ხატზე და დაამატა რუსულად – «вещь» (ნივთი). შეხვედრის ბოლოს ფანარმა დაასაჩუქრა უკრაინელი პოლიტიკოსები წიგნებითა და სუვენირებით.




