ევროპაში გადაიღეს ფილმი ,,შავკანიანი‘’იესოს მონაწილეობით

30 March 2021 22:56
114
კადრი ფილმიდან «ახალი სახარება». ფოტო:  dw.com კადრი ფილმიდან «ახალი სახარება». ფოტო: dw.com

«ახალი სახარება» – პირველი ევროპულ ფილმი, სადაც იესოს როლი შავკანიანმა ითამაშა.

შვეიცარიელმა რეჟისორმა მილო რაუმ გადაიღი ფილმი ,,ახალი სახარება’’ შავკანიანი ,,იესოს’’ მონაწილეობით, იესოს როლზე დაამტკიცეს კამერუნელი წარმოშობის პოლიტიკური აქტივისტი და საქველმოქმედო ორგანიზაცია No Cap დამაარსებელი ივან სანიე. ფილმი ეფუძნება თანამედროვე ლტოლვილების ისტორიას, რომლებიც ძირითადად აფრიკიდან არიან, მათი შრომის გამოყენება ხდება იტალიაში სასოფლო მეურნეობაში, იუწყება Deutsche Welle.

«მატერას სიახლოვეს მდებარე, 2019 წელს ევროპის ორი კულტურული დედაქალაქიდან ერთ ერთში, ბანაკებში არსებულმა პირობებმა, რეჟისორს ახალ აღთქმაში აღწერილი სიტუაცია გაახსენა. "რომის ოკუპაცია, უუფლებო ხალხი, რომელთა ექსპლუატაციაც ხდება", – ასე დაახასიათა ის რეჟისორმა. სწორედ აქ გაუჩნდა მას იდეა შეექმნა ახალი ფილმი სახელწოდებით ,,ახალი სახარება’’. მილო რაუმ გადაწყვიტა ახლიდან მოეყოლა იესო ქრისტეს ისტორია, ამჯერად არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით და ამავდროულად აღეწერა ლტოლვილების ყოველდღიური ცხოვრება», – წერს გამომცემლობა.

ფილმში მთავარი როლი შეასრულა კამენულას მკვიდრმა და სოციალურმა აქტივისტა ივან სანვეიმ, რომელიც აპროტესტებდა იტალიაში მუშახელად ლტოლვილების გამოყენებას. სხვა როლები – თორმეტი მოციქულის, ფარისევლებისა და რომაელების – შეასრულეს აქტივისტებმა, სოფლის მეურნეობის მუშაკებმა, ყოფილმა მეძავებმა, ფერმერებმა. ფილმში მონაწილეობა მიიღეს ასევე პროფესიონალმა მსახიობებმა, რომლებიც უკვე თამაშობდნენ ფილმებზე იესო ქრისტეს შესახებ, როგორებიცაა მელ გიბსონის «ქრისტეს ვნებანი»  და პიერ პაოლო პასოლინის «მათეს სახარება».

როგორც აღნიშნა იესოს როლის შემსრულებელმა ერთ ერთ ინტერვიუში, «იესოც იყო აქტივისტი. ის იბრძოდა გაჭირვებულთათვის, მიგრანტებისა და უმცირესობებისათვის, ის ყველასთვის იბრძოდა. ის ფაქტი, რომ მე დღეს იმავეს ვიცავ , რასაც იესო იცავდა, ძალიან დამეხმარა როლის მორგებაში».

«ის რომ ზოგიერთის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ჩემი კანის ფერი, შოკში ჩამაგდო, – აღნიშნა ივან სანიემ. – ამტკიცებდნენ, რომ ფილმი შავკანიანი იესოს მონაწილეობით, შურაცჰყოფდა ქრისტიანობას. ჩემი შეხედულებით, ეს განცხადებები ეკუთვნის უმეცარ ადამიანებს, რომლებიც არასწორად განმარტავენ ბიბლიას. მე მჯერა იმის, რომ იესო უნივერსალურია, როგორც მისი მოვლინება. ის ყველა რელიგიის ხალხს მიმართავს და არ არჩევს მათ ფერის მიხედვით».

შეგახსენებთ, ადრე რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიაში განმარტეს, თუ რატომ არ განასახიერებდა ქრისტეს როლს შავკანიანი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ