რუმინეთში პრეზიდენტს მოუწოდეს გამოეხმაუროს მიტროპოლიტი ლონგინის ცემის ფაქტს

რუმინელმა ტელეწამყვანმა მოუწოდა რუმინეთის პრეზიდენტს გამოეხმაუროს მიტროპოლიტ ლონგინის ცემას, პრემიერ-მინისტრს კი ნოტა წარუდგინოს უკრაინის საელჩოს.
ტელეარხის Realitatea Plus-ის წამყვანმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისს მოუწოდა, გამოეხმაუროს ბანჩენის მიტროპოლიტ ლონგინის ცემის ფაქტს და იზრუნოს უკრაინაში მცხოვრებ რუმინელებზე. ამის შესახებ მან ბანჩენის მონასტრის ინსტაგრამ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.
ტელეწამყვანმა ასევე მოუწოდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრს მარსელ ჩიოლაკას, წარუდგინოს ნოტა უკრაინის საელჩოს ბუქარესტში იერარქის სასტიკ ცემასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ორჯერ შევიკრიბეთ იქ (უკრაინის საელჩოსთან - რედ.), მაგრამ ყურადღება არ მიგვაქციეს. ელჩმა ფანჯრიდან გადახედა ქუჩას, სადაც ხალხი აპროტესტებდა მიტროპოლიტის ცემას, მაგრამ ჩვენთან ლაპარაკი არ ისურვა. მან Realitatea Plus-ის ოფიციალური მოთხოვნაც უპასუხოდ დატოვა. <…> ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ მიტროპოლიტი ლონგინი არა მხოლოდ ლოცვებით, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებებითაც“, - განაცხადა ჟურნალისტმა.
როგორც მჟკ იტყობინება, თავს დაესხნენ ბანჩენის მიტროპოლიტ ლონგინს.



