ამერიკელი იურისტი რ. ამსტერდამი კიევში უმე-ის სინოდის წევრებს შეხვდება

ამერიკელი უფლებადამცველი კიევს ეწვევა ვიზიტით და შეხვდება სინოდის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს, უმე-ს ამკრძალავი კანონპროექტის განსახილველად.
უახლოეს დღეებში ამერიკელი უფლებადამცველი რობერტ ამსტერდამი კიევს ეწვევა, სადაც შეხვდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, მთავრობის წარმომადგენლებს და უკრაინის სახალხო დეპუტატებს. ამის შესახებ მჟკ-ს ამსტერდამთან დაახლოებულმა წყარომ აუწყა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილება უმე-ის აკრძალვის შესახებ No8371 კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხები.
Strana-სთვის მიცემულ კომენტარში ამსტერდამმა აღნიშნა, რომ თუ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღება, ის „გადადგამს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ ნაბიჯებს“.
„მზად ვარ შევხვდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს, ბ-ნ ელენსკის ან მათ წარმომადგენლებს (სახემწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახური - რედ.), თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, მხარი დავუჭირო უკრაინას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების დასაცავად“, - განაცხადა მან.
ამასთან, უფლებადამცველმა თქვა, რომ დაგეგმილი აქვს არაერთი შეხვედრა უმე-ის ადვოკატებთან და ეკლესიის უკანონოდ მსჯავრდებულ დამცველებთან.
„რადგან მაქვს პატივი შევხვედროდი ეკლესიის წარმომადგენლებს, მსურს მათთან ინფორმაციის გაცვლა. <...> მინდა გავაფრთხილო მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, რომ არ დაუშვან შეცდომა და არ მისცენ საშუალება მოხდეს კანონპროექტის მეორედ მოსმენა (უმე-ის აკრძალვის შესახებ - რედ.)“, - განაცხადა მან YouTube არხზე «Александр Шелест» გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
როგორც მჟკ იტყობინება, რობერტ ამსტერდამმა უზენაეს რადას "თეთრი წიგნი" გაუგზავნა უმე-ის აკრძალვის კანონპროექტზე.



