საქმეთმმართველი: «ამანის ფორმატი» – რეალური შანსი პრობლემის მოსაგვარებლად

ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონი პაკანიჩმა ილაპარაკა ადგილობრივი ეკლესიების ,,ამანის ფორმატში ‘’შეხვედრაზე.
მასშტაბური შეხვედრა – რეალური შესაძლებლობაა უკრაინის პრობლემის მოსაგვარებლად. ამის თაობაზე კიევ-პეჩორის ლავრაში პრესკონფერენციაზე ისაუბრა უმე-ს საქმეთმმართველმა, ბროვარისა და ბორისპოლის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) ხუთშაბათს, 2021 წლის 8 აპრილს.
«ჩვენ ვხედავდით, რომ გარდაუვალი იყო ადგილობრივ ეკლესიებს შორის შეხვედრა – ეს, ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა და შანსია იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ უკრაინის საკითხი, და რათქმაუნდა ვეცდებით აღვადგინოთ მსოფლიო მართმადიდებლური სამყაროს მშვიდობა, რომელიც ამჟამად საფრთხის ქვეშ არის, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა. – იერუსალიმის პატრიარქის თეოფილეს განცხადებაში ამანის შეხვედრის წლისთავთან დაკავშირებით ნათქვამი იყო, რომ ეს არის ის პლატფორმა, რომელიც გვაძლევს იმედს იმ ურთიერთობების აღდგენისა, რომელსაც დროდადრო ვკარგავთ».
უმე-ს საქმეთმმართველის თქმით, ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია პანდემიაზე, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო და არ იძლევა საშუალებას მოვემზადოთ მასშტაბური შეხვედრისათვის.
ის დარწმუნებულია, რომ წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა «მიუხედავად იმისა, რომ ფანარიონი წინააღმდეგია – ადვილი მისახვედრია, რომ საკითხი დადგება პატრიარქი ბართლომეს შესახებ, რამდენადაც ძირითადად მისი საქციელით არის გამოწვეული უკრაინაში წარმოქმნილი პრობლემა, რომელიც ჯაჭვისებურად გადაეცემა მთელ მართმადიდებლურ სამყაროს».
შეგახსენებთ, ადრე უმე-ს საქმეთმმართველმა განაცხადა, რომ მთავარი და ყველაზე რთული საკითხი მსოფლიო მართმადიდებლურ ურთიერთობებში, არის – ფანარიონის ახალი ეკლესიოლოგია.



