უკრაინის სს-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კიევის საპატრიარქოს უმე-ს ტაძარი დეკლარაციაში შეიტანა

სერგეი გოლოვატმა ჩერკასკის ოლქში კიევის საპატრიარქოს საკუთარი ტაძარი შემოსავლების დეკლარაციაში შეიტანა.
უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი გოლოვატმა დეკლარაციაში შეიტანა ჩერკასკის ოლქის ოლშანას კიევის საპატრიარქოს უმე-ს საკუთარი ტაძარი , რომლის ფართობია 201,3 კვ. მ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია დეკლარაციების ერთიანი სახრეესტრის საიტზე.
დოკუმენტში აგრეთვე ნათქვამია, რომ ტაძარი გოლოვატმა ჯერ კიდევ 2010 წლის ივლისში შეიძინა.
ეტყობა, ლაპარაკია კიევის საპატრიარქოს უმე-ს საფარველის ტაძარზე, რომლის წინამძღვარია ალექსანდრე ბარეი. ეს კაცი ცნობილია იმით, რომ 2016 წელს უმე-სთან საბრძოლველად ექსტრასენსებს იწვევდა. მაშინ ტელეარხი СТБ იღებდა ტელეშოუს „ექსტასენსთა ბრძოლა“, სადაც „მაგები“ ცდილობდნენ გაეგოთ, თუ ვინ „დათარსა“ ოლშანის ეკლესია.
როგორც მჟკ იუწყებოდა, პოროშენკოს პარტიის ექს სახალხო დეპუტატმა დეკლარაციაში შეიტანა ტაძარი, რომელიც მისი დაპირებით უმე-ს მრევლისთვის უნდა გადაეცა.


