რმე-ში კომენტარი გააკეთეს ვატიკანის დოკუმენტზე ლგბტ-წყვილების დალოცვის შესახებ

რუსეთის ეკლესიაში რკე-ის დაკლარაციას «Fiducia supplicans» „ქრისტიანული ზნეობრივი სწავლებიდან მკვეთრი გადახვევა“ უწოდეს.
2024 წლის 20 თებერვალს რმე-ში შედგა სინოდალური ბიბლიურ-საღვთისმეტყველო კომისიის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა მისი თავმჯდომარე, ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტი ილარიონი, - იუწყება მოსკოვის საპატრიარქოს საიტი.
პატრიარქ კირილეს დავალებით, კომისიის წევრებმა განიხილეს რკე-ის დეკლარაციის «Fiducia supplicans» ტექსტი, რომელიც მიღებულია რწმენის სწავლების კონგრეგაციის მიერ და მასში ლაპარაკია ლგბტ-წყვილების სამოძღვრო დალოცვის შესახებ.
კომისიის წევრებმა დაასკვნეს, რომ „ეს სიახლე წარმოადგენს ქრისტიანული ზნეობრივი სწვლებიდან მკვეთრ გადახვევას“.
კომისიის დასკვნები განსახილველად გაგზავნილია რმე-ის პატრიარქ კირილესთან.
მანამდე მჟკ წერდა, რომ პაპმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე გეი-წყვილების დალოცვის შესახებ.



