მეუ-ში "იერარქმა" დააჯილდოვა კლირიკი, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მსახურება

იმიერკარპატების მეუ-ს "ეპისკოპოსმა" ვიქტორ ბედმა მედლით დააჯილდოვა კლირიკი ანატოლი ნატოლოჩნი,რომელიც 1 წლით ადრე აუკრძალა მეუ-ს "ეპისკოპოსმა"ბარსონოფ რუდნიკმა მსახურება.
6 აპრილს მუკაჩოვის და კარპატის მეუ-ს "ეპისკოპოსმა" ვიქტორ ბედმა დააჯილდოვა "ეპისკოპოსი" ანატოლი ნატოლოჩნი "უკრაინის მოციქულის ანდრია პირველწოდებულის"სამკერდე ნიშნით, იუწყება ეპარქიის პრეს-სამსახური.
ბედმა გადასცა ჯილდო ნატოლოჩნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის და წმინდა ქიროტონიის 20-წლისთავის დღესთან დაკავშირებით."
თუმცა ერთი წლით ცოტა ადრე, 2020 წლის მაისში, სხვა იმიერკარპატების მეუ-ს "იერარქმა", უჟგოროდისა და იმიერკარპატების "ეპისკიოპოსმა" ბარსონოფ რუდნიკმა აუკრძალა ნატოლოჩნის მსახურება დაუმორჩილებლობისა და ბრძანებულებების შეუსრულებლობისათვის. ამასთან ითქვა, რომ კლირიკი, რომელიც გადაწყვეტს იმსახუროს მოუხედავად აკრძალვისა, "სრულიად უნდა განიკვეთოს ეკლესიისაგან."
ამგვარად, ერთმა იმიერკარპატების მეუ-ს "ეპისკოპოსმა" (ბედი) დააჯილდოვა "მღვდელი", რომელსაც აუკრძალა მსახურება იმიერკარპატების მეორე "ეპისკოპოსმა" (რუდნიკმა).
როგორც მჟკ იუწყებოდა, ადრე ხარკოვ-პოლტავის მეუ-ს"ეპისკოპოსმა" ათანასე შკურუპმა დაადანაშაულა ხარკოვის მეუ-ს"ეპისკოპოსი" მიტროფანე ბუტინსკი ტაძრების თავის ეპირქიაში რეიდერული მიტაცების გამო.



