თვითონ გადაისხეს სიბინძურე: მეუ-ს განმარტება სადოვეში მომხდარ ფაქტზე

მეუ-ს «დეკანოზმა» განაცხადა, რომ ნამდვილი ქრისტიანი არ ჩაამტვრევს ფანჯრებს და არ გადაასხამს ბავშვებს ბინძურ წყალს, როგორც ეს მოხდა სადოვეში უმე-ს მღვდელის სახლში.
ვოლინის მხარის სოფელ სადოვეში 15 აპრილს ღამით უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის მღვდელის სახლზე ბინძური წყლით სავსე სამი ვედროს სროლა სავარაუდოდ თვითონ უმე-ს წარმომადგენლების მიერ იყო დაგეგმილი, განაცხადა ИА «Конкурент» -თან საუბრის დროს მეუ-ს «დეკანოზმა» ვიტალი სობკომ.
მისი აზრით, მეუ-ს მიმდევრებს არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ ამ ფაქტთან, იმდენად რამდენადაც «ნამდვილი მართმადიდებელი ქრისტიანი სიმართლის დასაცავად ასეთი ხერხებით არ იბრძვის». «დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მიმდევრები ამ ფაქტთან არავითარ კავშირში არ არიან, – თქვა ვიტალი სობკომ. დიდი ალბათობით, მოსკოვის საპატრიარქო პროვოცირებს, რომლის ინტერესებშია თავი წარმოაჩინოს როგორც დაზარალებულმა ,,დევნილმა"ეკლესიამ».
შეგახსენებთ, რომ იმ სამი ვედროდან ერთ ერთი, რომელიც უმე-ს მღვდელის სახლს ესროლეს, დაეცა 5 წლის ბავშვის საწოლზე.
სოფელ სადოვეში უმე-ს კუთვნილი ტაძარი წაართვეს 2019 წლის 2 თებერვალს. ამის შემდეგ გრძელდება არაკანონიერი გზით , საეკლესიო სახლიდან მღვდელის ოჯახის გამოძევება.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მეუ-ს წარმომადგენლებმა სოფელ სადოვეში მღვდელის სახლს ბინზური წყლით სავსე ვედროები დაუშინეს და ფანჯრები ჩალეწეს.



