უმე-ს მღვდელი სადოვში:შვილიშვილს ღამეები არ სძინავს მეუ-ს თავდასხმის შემდეგ

უმე-ს ვოლინის ეპარქიის თემის წინამძღვრის ოთხი წლის შვილიშვილი, რომლის სახლს ღამით თავს დაესხნენ მეუ-ს აქტივისტები, შეშინების გამო ფსიქიატრთან მკურნალობს.
ვოლინის ოლქის უმე-ს თემის წინამძღვრის დეკანოზ ვლადიმერ მელესიას ოთხი წლის შვილიშვილი, რომლის სახლს ღამით, 15 აპრილს თავს დაესხნენ მეუ-ს აქტივისტები, ძლიერი შეშინების გამო ვერ იძინებს ღამით და მკურნალი ფსიქიატრის მიერ გამოწერილ ძლიერ დამამშვიდებელ პრეპარატებს ღებულობს. როგორც მჟკ-ს მოუთხრო თვითონ მამა ვლადიმირმა, იმის შემდეგ, რაც მღვდლის სახლს ღამით ესროლეს ბინძური წყლით სავსე სამი ვედრო, რომელთაგან ერთი მოხვდა შვილისა და შვილიშვილის საწოლს, ბავშვს ეშინია განმეორდეს თავდასხმა და კითხულობს: ისევ როდის დაბრუნდებიან ბანდიტები და რას გააკეთებენ ისინი?
"ჩვენ გვაქვს ფსიქიატრის დასკვნა-დეპრესიული მდგომარეობა, და გამოგვიწერეს წამლები, ბავშვი ძალიან შეშინდა, საბავშვო ბაღში ვერ მიგვყავს, არ ვიცით, იქ როგორ იქნება. და შვილი(ბავშვის დედა,-რედ. მით.) ასევე დამამშვიდებელ პრეპარატებს იღებს. გაუმჯობესება ჯერჯერობით არ არის, ბავშვს ძალიან ეშინია",- თქვა მეუ-ს მღვდელმა. ახლა მისი თხოვნით შვილი და შვილიშვილი გაემგზავრნენ სოფლიდან, და მას იმედი აქვს, რომ გარემოს შეცვლა სასიკეთოდ იმოქმედებს ბავშვის მდგომარეობაზე.
სადოვში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს ეკლესიის რეიდერებმა 2019 წლის 2 თებერვალს. ამის შემდეგ გრძელდება მცდელობები უკანონოდ გამოასახლონ მღვდელის ოჯახი საეკლესიო სახლიდან.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მეუ-ში განაცხადეს, რომ სადოვში მათი მომხრეები არ მონაწილეობდნენ თავდასხმაში უმეს- მღვდელის სახლზე , და ამის ორგანიზება პროვოკაციის მიზნით შეეძლოთ თვით უმე-ს ერთგულ მხარდამჭერებს.



