კაპელანობის კანონი აგრძელებს უმე-ს მორწმუნეების დისკრიმინაციას,-ექსპერტი

იური რეშეტნიკოვმა ახსნა როგორ აგრძელებს კანონპროექტი №4626 უმე-ს მორწმუნეების დისკრიმინაციას, და რატომ ეწინააღმდეგება ის კანონმდებლობას.
სპეციალისტმა სახელმწიფო - საეკლესიო ურთიერთობების საკითხებში იური რეშეტნიკოვმა განაცხადა «Klymenko Time»-სთან კომენტარში, რომ კანონპროექტი №4626 სამხედრო კაპელანობის შესახებ აგრძელებს დისკრიმინაციულ ხაზს უმე-ს მორწმუნეების მიმართ.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ კანონპროქტი არ უკრძალავს რომელიმე კონფესიის წარმომადგენელს იმყოფებოდეს სამხედრო სამსახურში, თუმცა დღეს უმე-ს წარმომადგენლებს ართმევენ ამ უფლებას.
"დიდი ალბათობით ეს დაკავშირებულია პირად სტერეოტიპებთან და კანონპროექტის მთავარი შემდგენელის, სახალხო დეპუტატის, რომან კოსტენკოს უმე-ს მხრიდან მიუღებლობასთან",- ხაზგასმით აღნიშნა რეშეტნიკოვმა, და დაუმატა, რომ დოკუმენტზე ერთდროულად მუშაობდნენ მეუ-ს, უბმე-ს და სხვა კონფესიების წარმომადგენლები, თუმცა კანონიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეგნებულად გაუკეთეს იგნორირება.
"კანონპროექტის გამოქვეყნების შემდეგ უმე-ს წინამძღვარმა, უნეტარესმა უნუფრიმ მიმართა უმაღლესი რადას მეთაურს დიმიტრი რაზუმკოვს თხოვნით, არ დაუშვას უმე-ს დისკრიმინაცია. გარდა ამისა, კონკრეტული წინადადებით მიმართეს მღვდელმსახურებმა ფრაქციების მეთაურებს მუხლში ცვლილებების შეტანის თობაზე",-განაცხადა ექპერტმა.
რეშეტნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტისათვის სამხედრო კაპელანების 80% ქვეყანაში მიეკუთვნება მეუ-ს. "დღევანდელ დღეს არსებობს უმე-ს წარმომადგენლების "ახლებურად აღზრდის" რეალური საფრთხე მეუ-ს და უბმე-ს მხრიდან, რაც პირდაპირ არღვევს კანონს სინდისის თავისუფლების შესახებ",-დაასრულა სპეციალისტმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, კანონპროექტი სამხედრო კაპელანობის შესახებ მუშავდებოდა სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების მიერ, გარდა უმე-სი, რაც ართმევს მის მორწმუნეებს სამხედრო ფორმირებებში უკრაინის სამრევლოს მხრიდან მფარველობის უფლებას.



