ესპანეთში რმე-ს მღვდელი წირვის ჩატარების დროს დაიწვა

მღვდელ ჰავიერ სანჩესის სიცოცხლისათვის მედიკოსები ოთხი დღე იბრძოდნენ.
ესპანეთის ქ. სარაგოსაში დედათა მონასტერში სააღგომო წირვის დროს კათოლიკე მღვდლის ჰავიერ სანჩესის შესამოსელს ცეცხლი წაეკიდა, ის დამწვრობის შედეგად ოთხი დღის შემდეგ გარდაიცვალა,-იუწყება Mirror.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნახშირის თასიდან ნაპერწკალი მოხვდა შესამოსელს და ძალიან სწრაფად აალდა, რმე-ს მღვდელმა მიიღო 50-პროცენტიანი სხეულის დამწვრობა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ნახშირთან ერთად თასში გამოყენებული იყო პარაფინი.
როდესაც სანჩესის შესამოსელს ცეცხლი წაეკიდა, ის იდგა ნახშირის თასისა და მონაზვნებს შუა, და შეძლო მათი ცეცხლისაგან დაცვა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, სააღდგომო მესის დროს, რომელსაც ატარებდა პაპი ფრანცისკე, ჩამოვარდა მაცხოვრის დიდი ხატი,რომელიც დაბრძანებული იყო საკურთხეველში, მოციქული პეტრეს ტაძრის წინ მდებარე ნაგებობაში.



