პოლიციამ ხუსტის ეპარქიის სასულიერო პირების უკანონო გაწვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სისხლის სამართლის საქმე არტემ დმიტრუკის მიმართვის საფუძველზე აღიძრა.
პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე უმე-ის ხუსტის ეპარქიის მღვდელმთავრების სამხედრო სამსახურში უკანონო გაწვევის ფაქტზე. ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა არტემ დმიტრუკმა ტელეგრამ-არხზე 9 აპრილს განაცხადა.
„შეგახსენებთ, რომ სულ ახლახანს ტერიტორიული დაკომპლექტების თანამშრომლებმა გაიტაცეს მრავალშვილიანი მამაო იოანე პეტეჩელი და ასევე დეკანოზი იოანე როზმანი, რომელიც ზრუნავდა ინსულტის შემდეგ მოავადე მეუღლეზე. ორივე სასულიერო პირს ჰქონდა ყველა სამართლებრივი საფუძველი, რომ არ გაეწვიათ ჯარში. ტერიტორიალური დაკომპლექტების ცენტრის თანამშრომლებმა, თავი სახელმწიფოს ცალკეულ კასტად წარმოიდგინეს, გაიტაცეს და მღვდლები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“, - განაცხადა დეპუტატმა.
დმიტრუკმა დაწერა, რომ მისი საპარლამენტო მიმართვის საფუძველზე, რომელშიც მან ახსნა საქმის გარემოებები, ხუსტის პოლიციის დეპარტამენტმა, დასავლეთის რეგიონის თავდაცვის სფეროში ტრანსკარპატების სპეციალიზებული პროკურატურის კონტროლის ქვეშ, დაიწყო წინასწარი გამოძიება.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ხუსტის ტდც-სა და პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს უმე-ის ეპარქიის ორი სასულიერო პირი, მიუხედავად სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლებისა. მღვდელ იოანე როზმანის ახლობლებმა განაცხადეს, რომ ის სამხედრო ნაწილში ჰყავდათ გადაყვანილი.


