საბრძოლო მედიკოსს წაართვეს ტელეფონი და ოჯახთან კონტაქტის უფლება ჩამოართვეს უმე-ის მხარდაჭერის გამო

ლარისა ზბურლიუკი გამოესარჩლა ეპისკოპოს ნიკიტას, რომელსაც, როგორც სასამართლომ დაადგინა, ერთ-ერთი მედიის რედაქტორმა ცილი დასწამა. ამისთვის სამხედროს ტელეფონი ჩამოართვეს.
2024 წლის 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გადაცემა ,,ლევი ბერეგის’’ მთავარი რედაქტორი სონია კოშკინა სასამართლომ დააჯარიმა ივანო-ფრანკოვსკის ეპისკოპოს ნიკიტას მიმართ ცილისწამების გამო. სამხედრო მედიკოსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტის, ლარისა ზბურლიუკის ფეისბუქის გვერდზე ამ ინფორმაციას გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ლარისას ტელეფონი ეპისკოპოსის მხარდაჭერისთვის ჩამოართვეს.
„სამხედრო მედიკოს ლარისა ზბურლიუკს უკანონოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, შვილებთან ჯონტაქტის უფლება ჩამოართვეს და სამართალდამცავი ორგანოები დევნიდნენ არქიმანდრიტ ნიკიტას დაცვის გამო. დედას, რომელიც უკრაინას სანგრებში იცავდა, წაართვეს შესაძლებლობა ეთქვა შვილებისთვის, რომ ცოცხალია“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედრო მედიკოსს წაართვეს ტელეფონი, ოჯახთან კონტაქტის უფლება წაართვეს უმე-ს მხარდაჭერის გამო.
როგორც მჟკ წერს, სამხედრო ექიმმა კომენტარი გააკეთა მღვდლის დაკავებაზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეხმარებოდა.



