მეუ-ს აქტივისტებმა ზაბოლოტიეში დეპუტატების მხარდაჭერით მიიტაცეს ტაძარი

მეუ-ს მომხრეებმა ორი ადგილობრივი დეპუტატის და "მუნიციპალური დაცვის" მხარდაჭერით მოჭრეს საკეტები უმე-ს ტაძარში ზაბოლოტიეში.
2021 წლის 10 მაისს დაახლოების დილის 6:00, როვენის ოლქის ვლადიმირეცკის რაიონის სოფელ ზაბოლოტიეში, რაიონის დეპუტატების მხარდაჭერით მეუს მომხრეებმა მიიტაცეს იოანე ოქრიპირის სახელობის უმე-ს ტაძარი, რომელიც მიეკუთვნება სარნის ეპარქიას, იუწყევა მჟკ-ს კორესპოდენტი.
ტაძრის მიტაცებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ "მუნიციპალური დაცვის" წარმომადგენლები ქალაქ ვარშიდან და ორი რაიონული დეპუტატი- გენადი დერევიანჩუკი და სტეპან ჟდანიუკი.
უმე-ს მორწმუნეების სიტყვებით,ტაძრის მიტაცების შესახებ მათ გაიგეს ვაიბერ-ჯგუფის «Заболотье активное»-ს ინფორმაციიდან,რომლის გვერდზე მეუ-ს აქტივისტებმა განათავსეს განცხადება იმაზე, რომ 10 მაისს დილის 6:00 შედგება წირვა ტაძარში.
"როდესაც მე ვნახე განცხადება, უცებ მივირბინე ტაძრის ტერიტორიაზე, საკეტები დახსნილი იყო, ადგილობრივი ადამიანები, დაახლოებით 30, შევიდნენ შიგნით, "მუნიციპალური დაცვა" და დეპუტატები დერევიანჩუკი და ჟდანიუკი იდგნენ ტაძრის დაცვაზე,- თქვა სტაროსტის მოადგილემ სერგეი სერედნიუკმა.-მაგრამ ჩვენს ხალხს, რომლების ასევე გამოიქცნენ ტაძართან და ცდილობდნენ შესულიყვნენ, ისინი ცეცხლის ჩასაქრობ ქაფს ასხამდნენ".
ვიდეო კადრებზე ჩანს, რომ ტაძრის ახლოს მეუ-ს მომხრეები 10-12 ადამიანის მეტი არაა. "და ეს ადამიანები თავიანთ თავს უწოდებენ თემის უმრავლესობას, -უმე-ს მრევლი გამოხატავს მწარე ირონიას, როდესაც ამტკიცებს, რომ ნიღბებიან დაცვას, რომლის ძალებით იქნა მიტაცებული ტაძარი, საერთოდ არა აქვს არავითარი კავშირი სოფელთან - დაიმალნენ, რომ არ გამოჩნდნენ, აი ასეთი თემია".
ამჯერად უმე-ს მორწმუნეებმა გამოიძახეს პოლიცია და შეგროვდნენ ერთად იმისათვის, რომ შეეცადონ დაიცვან ტაძარი.
პრეტენზია ტაძარზე მეუ-ს აქტივისტებმა გამოთქვეს ჯერ კიდეც დიდ შაბათს აღდგომის წინ. იმ დღეს, ამბობენ მორწმუნეები, მათ აკურთხეს თავისი კულიჩები, დაუძახეს რა მღვდელს მეუ-ს ტერიტორიიდან. ამისათვის ჭიშკარი ჯაჭვებით დაკეტეს და ჯვარზე ჩამოკიდეს ყვითელ-ცისფერი დროშა.
"ისინი ტაძარში - არ არიან მასპინძლები და არაფერი იქაური არ იციან. ამიტომ ჩვენ დაუბრკოლებლად შევედით ეზოში სხვა მხრიდან,- ყვება მეუ-ს მრევლი მარგარიტა,- გადავყარეთ მათი ყოფნის კვალი ღობის გარეთ და დავალაგეთ ტერიტორია. აღდგომის წირვა ჩატარდა მშვიდად, იყო ძალიან ბევრი ადამიანი".
ადრე მჟკ წერდა, რომ როვენის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ჩაატარა უმე-ს წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის არაკანონიერი გადაფორმება როვენის ოლქის ვლადიმირიცკის რაიონის სოფელ ზაბოლოტიეში.


