,,5 არხის’’თანამშრომელმა მეუ-ს მოუწოდა დაიცვას წართმეული ტაძარი ზაბოლოტიეში

,,ევროპული სოლიდარობის’’ წევრმა ვიტალი გაიდუკევიჩმა თქვა, რომ პოლიცია არ დახმარებია მეუ-ს უმე-სთვის ტაძრის წართმევაში და ამიტომ მათ ძალის გამოყენება მოუწევთ.
მეუ-ს სხვა გზა არ აქვს, თვითონ უნდა ,,გამოიყენოს ძალა’’, რომ შინარჩუნოს უმე-სთვის წართმეული ტაძარი სოფელ ზაბოლოტიეში, განაცხადა პოროშენკოს ცენტრალური პოლიტიკური საბჭოს წევრმა და ,,5 არხის’’ წამყვანმა ვიტალი გაიდუკევიჩმა თავის Facebook გვერდზე.
გაიდუკევიჩი აღაშფოთა უმე-ს თემის ,,უკანონო’’ საქციელმა, რომელიც შეეწინააღმდეგა საკუთარი ტაძარი დაეთმო რეიდერებისათვის. მან თავის უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ტაძარი დალუქეს ,და დაწერა, თითქოს ეს პირადად ავაკოვის დავალებით გაკეთდა.
უმე-ს მრავალრიცხოვან მრევლს ,,5 არხის’’ წამყვანმა უწოდა ,,რუსეთის საპატრიარქოს აგენტურა’’, ,,ათეულობით აგრესორი’’, ,,რუსი მღვდელების რელიგიური შენაერთები’’. სინამდვილეში კი უმე-ს მრევლის ყველა წევრი უკრაინელია და სოფელ ზაბოლოტიეს მკვიდრია.
გაიდუკევიჩმა აღნიშნა, რომ მეუ-ს სხვა გზა არ დარჩენია, გარდა ,,საკუთარი ძალებით დაიცვას უმე-სთვის წართმეული ტაძარი ზაბოლოტიეში’’ , რამდენადაც მისი სიტყვებით ,,პოლიცია კანონდამრღვევების პოზიციას იზიარებს’’.
პოროშენკოს თანაპარტიელის პოსტის ქვეშ დაწერეს, რომ არა მხოლოდ ზაბოლოტიე, არამედ ვარაშიც (უახლოესი რაიონული ცენტრი - რედ. შენ. ) ,,საკმაოდ გასაწმენდია’’. ,, ეს ობი ყველგან არის მოდებული’’ ,– უპასუხა გაიდუკევიჩმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 10 მაისს მეუ-ს წევრებმა სოფელ ზაბოლოტიეში ადგილობრივი დეპუტატების დახმარებით უმე-ს ტაძარი წაართვეს. მეუ-ს აქტივისტებთან მოლაპარაკების შედეგად კანონიკური ტაძარი დალუქეს და გასაღები პოლიციას გადასცეს.



