რომის პაპმა იტალიელ მოსწავლეებს მოუწოდა, ილოცონ უკრაინელი ბავშვებისთვის

რომის პაპმა ფრანცისკემ მშვიდობის სკოლების მოზარდებს სთხოვა, იფიქრონ ბავშვებზე, რომლებიც ომის პირობებში ცხოვრობენ.
რომის პაპმა ფრანცისკემ ექვს ათას იტალიელ მოზარდს მოუწოდა, არ დაივიწყონ თანატოლები უკრაინიდან, იუწყება Vatican News.
„მინდა ორი წუთი გესაუბროთ ომზე. იფიქრეთ ომის პირობებში მყოფ ბავშვებზე, იფიქრეთ უკრაინელ ბავშვებზე, რომლებმაც დაივიწყეს ღიმილი... ილოცეთ ამ ბავშვებისთვის, თქვენს გულში გაივლეთ ომის პირობებში მყოფი ბავშვები. იფიქრეთ ღაზაში მყოფ ბავშვებზე, რომლებსაც ბომბავენ, შიმშილობენ... იფიქრეთ ბავშვებზე. ახლა ცოტა ხანი გავჩუმდეთ და თითოეულმა ჩვენგანმა გავიხსენოთ უკრაინელი და ღაზას სექტორში მცხოვრები ბავშვები“, - განაცხადა პონტიფიკოსმა.
როგორც მჟკ იტყობინება, რომის პაპმა ფრანცისკემ შესთავაზა რუსეთსა და უკრაინას პატიმრების გაცვლა ფორმულით „ყველა ყველასათვის“.



