უმე-ს ვინიცკის ეპარქიის დელეგაცია ვიზიტით სერბეთის ეკლესიას ეწვია
ვინიცკის ეპარქიის კლირიკოსები მმართველი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ ვარსონოფის მეთაუროით სმე-ს სრემის ეპარქიას ეწვივნენ.
2021 წლის 17 მაისს უმე-ს ვინიცკის ეპარქიის დელეგაცია მმართველი მღვდელმთვარის, ვინიცკისა და ბარსკის მიტროპოლიტ ვარსონოფის (სტოლიარის) მეთაურობით ვიზიტით გაემგზავრნენ სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, გვატყობინებს ეპარქიის ოფიციალური საიტი.
მიმლოცველობა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის კურთხევით დაიწყო ქალაქ სრემსკი-კარლოვციდან ვოევოდინის ავტონომიურ მხარეში, სადაც მიტროპოლიტი ვასრონოფი ეპარქიის კლირიკოსებთან ერთად ღამის ღვთისმსახურება ჩაატარა ნიკოლოზ სასწაულმოქმედეის საკათედრო ტაძარში.
მიტროპოლიტ ვასრონოფისა და მომლოცველებს შეხვდა სრემის ეპისკოპოსი ვასილი (ვადიჩი), რომელმაც განაცხადა უმე-ს წინამძღოლის, უნეტარესი მიტროპოლიტ ონუფრის წარმომადგენლის აქტიური მხარდაჭერის თაობაზე, რომელსაც ის პირადად იცნობს. „მღვდელმთავრებმა თაყვანი სცეს ადგილობრივ სიწმინდეებს და გაცვალეს საჩუქრები, ასევე მიტროპოლიტმა ვარსონოფიმ სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა ტაძრის სატრაპეზო სახარებაში“,- გვამცნობს ეპარქიის საიტი.
როგორც მჟკ გვატყობინებს, უმე-ს დელეგაცია ეგვიპტის მონასტრების მოსალოცად გაემგზავრა.