რუმინეთის ეკლესიის იერარქმა ჩაატარა საღმრთო ლიტურგია კსა და სემინარიაში
რუმინეთის ეკლესიის იერარქი, ეპისკოპოსი ბენედიქტე (ვესა) უკრაინაში მომლოცველად ჩამოვიდა.
2021 წლის 27 მაისს, კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, ბელოგოროდსკის ეპისკოპოსის სილვესტრის ლოცვა-კურთხევით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლუჟსკის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსმა, ბისტრიცკის ეპისკოპოსმა ბენედიქტემ საღმრთო ლიტურგია ჩაატარა აკადემიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. ამის შესახებ იუწყება კიევის სასულიერო აკადემიის პრეს-სამსახური.
რუმინეთის მღვდელმთავართან ერთად მსახურობდნენ კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, მღვდელმონაზონი პანტელეიმონი (მელნიკი), კიევო-პეჩერის მიძინების ლავრის მოლდავურ-რუმინული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი პოლესკუ, რუმინეთის ეკლესიის კლირიკოსები და კიევის სასულიერო სკოლების აღსაზრდელები სამღვდელო ხარისხში.
ღვთისმსახურება ჩატარდა საეკლესიო სლავურ და რუმინულ ენებზე. საეკლესიო საგალობლებს ასრულებდა აკადემიური გუნდი რეგენტის, არქიმანდრიტ ლეონტის (ტუპკალო) ხელმძღვანელობით.
ლიტურგიის მერე ეპისკოპოსმა ბენედიქტემ კიევის სასულიერო სკოლებში ყოფნისა და აკადემიის ტაძარში მსახურების სამახსოვროდ დატოვა ხელმოწერა ტაძრის ტრაპეზის სახარებაზე.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი, ეპისკოპოსი ბენედიქტე (ვესა) 25 მაისს ჩამოვიდა უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდეების მოსალოცად. თავისი ვიზიტი რუმინეთის მღვდელმთავარმა დაიწყო ჩერნოვიც-ბუკოვინის ეპარქიაში სტუმრობით.