"ასეთი ბებიებით შეიძლება წინა ხაზზეც",-უმე-ს ტაძარი კრასილოვში შეინარჩუნეს

სამრევლოს წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა მორწმუნეებს ტაძრის დაცვისათვის.
ხმელნიცკის ოლქის კრასილოვში უმე-ს მორწმუნეებმა შეძლეს დაეცვათ მაცხოვრის შობის ტაძარი ხელში ჩაგდებისაგან. მეუ-ს მომხრეები მოვიდნენ კრასილოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატებთან ერთად, ორი მათგანი უკანონოდ შეიჭრა ტაძარში, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი. წინამძღვრისა და მორწმუნეების კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, ორი საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი მათი ტაძრიდან გამოდევნა. პოლიცია, რომელიც ადგილზე ადევნებდა თვალყურს,აქტიურ მოქმედებებზე არ გადასულა.მხოლოდ მას შემდეგ,რაც წინამძღვარი ფანჯრიდან მოხვდა ეკლესიაში და დ გააღო კარები, სამართალდამცველებმა გამოიყვანეს მეუს მომხრეები. სამრევლოს წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა მორწმუნეებს ტაძრის დაცვისათვის და გადასცა მათ გამომძიებლის სიტყვები:"ასეთი ბებიებით შეიძლება წინა ხაზზე წახვიდე".
უმე-ს მღვდელმა ტაძარში დაწვრილებით ისაუბრა სიტუაციის შესახებ:
როგორც მჟკ წერდა, მორწმუნეებს ჰქონდათ პირდაპირი ჩართვა მოვლენების ადგილიდან.



