დესიატინის მონასტრის წინამძღვარმა აჩვენა, რისი გადარჩენა მოახერხა მონასტრის დანგრევის შემდეგ
ეპისკოპოსმა კლიმენტმა თქვა, რომ ტაძარი დაანგრიეს და გაიტანეს "ნაგავივით".
ღვთისმშობლის შობის სახელობის დესიატინის მონასტრის წინამძღვარმა, ბოროვსკის ეპისკოპოსმა კლიმენტმა განაცხადა, რომ დანგრეული ტაძრიდან, მხოლოდ ერთი ბრინჯაოს ხატი შემორჩა, რომელიც კედელში იყო ჩაშენებული.
ეპისკოპოსმა კლიმენტმა მოახსენა, რომ მონასტრის კედლების ფრაგმენტები და ქონება ნაგავსაყრელ მანქანებში ჩატვირთეს და ნაგავივით ამოიღეს.
«Дозор на "Першому козацькому"» ტელეგრამ არხის ცნობით, ტაძრის დანგრევის დროს ერთ-ერთი მღვდელი ცდილობდა ტაძარში შესვლას და ღვთისმშობლის ხატის "ვლადიმირსკია-დესიატინაია’’" ასლის გადარჩენას.
პოლიციის წარმომადგენლებმა სასულიერო პირს ხელები გადაუგრიხეს და სატვირთოშო ჩატენვა სცადეს. მღვდელს მონასტრის ტერიტორიის დატოვება მოუწია.
როგორც მჟკ იტყობინება, უმე-ის ადვოკატმა დეკანოზმა ნიკიტა ჩეკმანმა განაცხადა, რომ დესიატინნის მონასტრის ღამით დანგრევა უკანონო იყო, რადგან სალოცავის დემონტაჟის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ იყო შეტანილი სააღსრულებო წარმოების ერთიან რეესტრში.