დნეპროპეტროვსკის ეპარქიის კლირიკს აუკრძალეს მსახურება

მღვდელი ალექსი მიხალიკი ასევე განთავისუფლებულია საავადმყოფოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრის თანამდებობიდან.
დნეპროპეტროვსკის ეპარქიაში მღვდელ ალექსი მიხალიკს აუკრძალეს ღვთისმსახურება და ჩამოართვეს წმინდა საიდუმლოების ზიარების უფლება. 2024 წლის 27 მაისის დადგენილებას ხელი მოაწერა დნეპროპეტროვსკისა და პავლოგრადის მიტროპოლიტმა ირინეოსმა.
ასევე დნეპროპეტროსკის ეპარქიის კლირიკი განთავისუფლებულია ქ. დნეპრის საავადმყოფოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვრის თანამდებობიდან.
მსახურება შეჩერებულია "უღირსი საქციელისათვის, რომელიც ბილწავს მღვდელმსახურების უმაღლეს წოდებას."
როგორც მჟკ იუწყებოდა, ვლადიმერ-ვოლინის ეპარქიაში დეკანოზ ანატოლი იაცკივს, სოფელ ვორონის ყოფილ მღვდელს აუკრძალეს მღვდელმსახურება განხეთქილებიკენ მიდრეკილების გამო.



